სახალხო დამცველი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბიდან რუსი სამხედროების მიერ გატაცებული მოქალაქეების ოჯახის წევრებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბიდან რუსი სამხედროების მიერ გატაცებული მოქალაქეების ოჯახის წევრებს შეხვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გატაცებულები სავარაუდოდ, ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს სახალხო დამცველმა გორის მუნიციპალიტეტში მდებარე ხურვალეთის დევნილთა დასახლება მოინახულა, სადაც ამჟამად 400-მდე ადამიანი ცხოვრობს, ასევე შეხვდა სოფელ ხურვალეთის მოსახლეობას და მათი პრობლემები მოისმინა.

შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ როგორც ძალიან ბევრ სოფელსა და დასახლებულ პუნქტში, სუფთა წყალი არც ხურვალეთის მოსახლეობისთვის არის ხელმისაწვდომი. მათ ასევე აწუხებთ მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობა, რაც სოციალურად არამდგრად მდგომარეობაში მყოფ დევნილებს კიდევ უფრო უძვირებს გადაადგილების ხარჯებს.

მათივე ინფორმაციით, სოფლის მოსახლეობამ ამბულატორიების კეთილმოწყობის საკითხზეც ისაუბრა. მათი თქმით შენობებში არსებული პირობები სერვისებით სრულყოფილად სარგებლობის შესაძლებლობას არ იძლევა. გარდა ამისა, ხელისუფლებისგან სასოფლო სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერას ითხოვენ, ვინაიდან, როგორც თავად ამბობენ, ტექნიკის სიმცირის გამო მოსავლის აღება უგვიანდებათ.

ასევე, სახალხო დამცველმა მოუწოდა ადგილობრივ ხელისუფლებას - გადადგას ქმედითი ნაბიჯები იმ ადამიანთა ყოფითი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რომელთაც საოკუპაციო ხაზთან სიახლოვის გამო მუდმივი საფრთხის პირობებში უწევთ ცხოვრება.

სახალხო დამცველმა ასევე მოინახულა ხურვალეთის ხანდაზმულთა თავშესაფარი, სადაც ამჟამად 18 ბენეფიციარია განთავსებული.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება