მსახიობი ანა ტყებუჩავა სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა

მსახიობი ანი ტყებუჩავა სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ მიიღო.

ანი ტყებუჩავას ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

შსს-ს წარმომადგენელი სასამართლო განხილვების დროს განმარტავდა, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდებოდა, თუ როგორ იდგა ტყებუჩავა გზის სავალ ნაწილზე და გზას როგორ კეტავდა. უწყების იურისტი მსახიობის სამართადამრღვევად ცნობას ითხოვდა.

ანი ტყებუჩავას განმარტებით კი, მას გზა არ გადაუკეტავს. ის რუსთაველის გამზირზე იმ დროს მივიდა, როცა გზა უკვე გადაკეტილი იყო. მისივე თქმით, ვიდეომასალა არსებობს, სადაც ჩანს, რომ გზა მისი აქციაზე მისვლამდე 15-20 წუთით ადრე გადაიკეტა.

მსახიობის თქმით, სამართალდამცავების მხრიდან არანაირი მოწოდება არ ყოფილა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მათ მოწოდებას დაემორჩილებოდა.

ტყებუჩავას ადვოკატი ადმინისტრაციული სამართალწარმოების შეწყვეტას ითხოვდა.

ცნობისთვის, ანი ტყებუჩავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ. კერძოდ კი იმას, რომ ის 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს