მსახიობი ბაჩო ქაჯაია - მოსამართლე გულწრფელად მეცოდება, რადგან ადამიანები, რომლებსაც უწევთ თეთრზე თქვან, რომ შავია, ადამიანურად კვდებიან, ამის ყურება ძალიან რთულია

მოსამართლე მართლა გულწრფელად მეცოდება, რადგან ადამიანები, რომლებსაც უწევთ თეთრზე თქვან შავიაო, ადამიანურად კვდებიან , - ამის შესახებ მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამ "ინტერპრესნიუსთან" სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მას 5 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ქაჯაიას თქმით, ის ისურვებდა, მოსამართლე იმ ტვირთისგან გათავისუფლებულიყო, რომელიც უამრავი ადამიანის მიმართ იძულებით ააღებინეს.

"ჩვენ გვქონდა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ გადაკეტილ გზაზე მივედით.

მოსამართლის შეფასებას რაც შეეხება, მართლა გულწრფელად მეცოდება, რადგან ადამიანები, რომლებსაც უწევთ თეთრზე თქვან შავიაო, ადამიანურად კვდებიან. ამ სიკვდილის ყურება ძალიან რთულია. მე მართლა ვუსურვებ, რომ ეს ტვირთი, რომელიც არა მხოლოდ ჩემი და ანას [ტყებუჩავა] შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანის შემთხვევაში აქვს აღებული, მოხსნოდეს, ადამიანურად ვუსამძიმრებ მას", - განაცხადა ბაჩო ქაჯაიამ.

შეგახსენებთ, მსახიობები ბაჩო ქაჯაია და ანა ტყებუჩავა სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ. კერძოდ კი იმას, რომ ის 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება