მსახიობი ანა ტყებუჩავა - მინდოდა, დამეჯერებინა, რომ იმდენად მართალი ვიყავი, თუ ამის დანახვა ვინმეს უნდოდა, აუცილებლად დაინახავდა, სამწუხაროდ, ვერ დაინახეს - მე და ბაჩოს სადამსჯელო ღონისძიება ჩაგვიტარეს

მინდოდა, დამეჯერებინა, რომ იმდენად მართალი ვიყავი, ამის დანახვა ვინმეს თუ უნდოდა, აუცილებლად დაინახავდა, - ამის შესახებ მსახიობმა ანა ტყებუჩავამ "ინტერპრესნიუსთან" სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მოსამართლე ნინო ენუქიძემ მას გზის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნო.

ტყებუჩავას თქმით, სასამართლომ მისი და მსახიობ ბაჩო ქაჯაიას წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიება ჩაატარა.

"იმდენად ცალსახა არის სიმართლე და იმდენად ცხვირწინ არის ის, თუ მისი დანახვა გინდა, აუცილებლად დაინახავ.

მინდოდა, დამეჯერებინა, რომ იმდენად მართალი ვიყავი, ამის დანახვა ვინმეს თუ უნდოდა, აუცილებლად დაინახავდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ დაინახეს. მე და ბაჩოს (ქაჯაია) სადამსჯელო ღონისძიება ჩაგვიტარეს და ხუთი ათასლარიანი ჯარიმა დაგვაკისრეს", - განაცხადა ანა ტყებუჩავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება