ნათია თურნავამ IMF-ის მაღალი დონის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ამსტერდამში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნიდერლანდის, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფის წევრი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველებისთვის გამართულ კონფერენციაში, სახელწოდებით „გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის დაძლევა“ მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციის მიმდინარეობისას ნათია თურნავა ასევე შეხვდა IMF-ის აღმასრულებელ დირექტორს იერონ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის, რომლებთანაც მიმდინარე საკითხები და სამომავლო თანამშრომლობა განიხილა.

„ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა განიხილეს ქვეყნების ეკონომიკაზე გეოპოლიტიკური შოკების გავლენა, გეოეკონომიკური გამოწვევები და მათზე რეაგირების სტრატეგიები.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ნიდერლანდის ბანკის პრეზიდენტი კლაას ნოტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იერონ კლიკი, სსფ-ის ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ალფრედ კამერი, ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში - გერტ იან კოპმანი და ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნიდერლანდის, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფი საქართველოს, მონტენეგროს, ბოსნია და ჰერცოგოვინას, ბულგარეთს, ხორვატიას, ანდორას, სომხეთს, კვიპროსს, ისრაელს, ჩრდილოეთ მაკედონიას, რუმინეთს, მოლდოვასა და უკრაინას აერთიანებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება