გადახდის მოქნილი პირობებით „მეტროპოლ პარალელის“ A ბლოკში წინასწარი გაყიდვები დაიწყო

ბათუმის შუაგულში პანორამული ხედებით გამორჩეული „მეტროპოლ პარალელის“ კომპლექსი ახალ მფლობელებს ელის. კომპანიამ A ბლოკის წინასწარი გაყიდვები დაიწყო. აბუსერიძის ქუჩაზე დაგეგმილი პროექტი 33 და 35-სართულიან ორ კორპუსს მოიცავს. ერთმანეთის პარალელურად განთავსებული A და B ბლოკები, საერთო ჯამში, 500-მდე აპარტამენტს აერთიანებს.

„მეტროპოლ პარალელის“ ასაშენებლად ლოკაცია საგანგებოდ შეირჩა. მიმდებარე ტერიტორია ურბანულად დატვირთულია, თუმცა მრავალსართულიანი კორპუსების მობინადრეები მყუდრო გარემოში იცხოვრებენ. ამასთანავე, ხელსაყრელი ადგილმდებარეობა აპარტამენტების საინვესტიციოდ გამოყენების შესაძლებლობასაც იძლევა.

მამუკა იმედაშვილი, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე: „მეტროპოლ პარალელი“ ჩვენი პირველი საცხოვრებელი პროექტია ბათუმში და მოხარულები ვართ, რომ საწყის ეტაპზევე დიდი ინტერესი გამოიწვია. გამორჩეული კომპლექსის B ბლოკში, წინასწარი გაყიდვების დაწყებიდან ზუსტად 3 თვეში, ბინების 60%-მდე უკვე გაყიდულია. წინასწარ გაყიდვებს ამჯერად A ბლოკში ვიწყებთ და კერძო საკუთრების შეძენის მსურველებს მათზე მორგებულ პირობებს ვთავაზობთ.

უცვლელია ჩვენი კომპანიის ხედვა და მიზანი, მესაკუთრეებს თანამედროვე, ევროპული სამშენებლო მასალებით აშენებული უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი ჩავაბაროთ. სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მხოლოდ „მეტროპოლის“ დაპირება არ არის, ჩვენი პროექტების მაღალი სტანდარტი მსოფლიოში საუკეთესო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციების ჯილდოებითაც დასტურდება.

მშენებლობის დასრულებას 2027 წლის ბოლოსათვის ვგეგმავთ. „პარალელის“ მობინადრეები ჩაიბარებენ საკუთრებას, რომელიც საჭირო ობიექტების სიახლოვის გათვალისწინებით მოსახერხებელია ოჯახური ცხოვრებისათვის, ხოლო ზღვასთან 5 წუთის სავალზე ეფექტურად დაპროექტებული ბინები კარგი შესაძლებლობაა გასაქირავებლად“.

მრავალსართულიან კორპუსებში, საერთო ჯამში, სხვადასხვა ფართის 500-მდე აპარტამენტი განთავსდება. ბინების ფართობი 32.5 m2-დან იწყება და 184.3 m2-მდე ადის. წინასწარი გაყიდვების ფარგლებში საკუთრების შეძენის მსურველები ნებისმიერ, მათთვის სასურველ ფართს 8%-მდე ფასდაკლებით შეიძენენ. მომხმარებლის ინტერესებზეა მორგებული გადახდის შემდგომი პირობებიც.

სკოლა და საბავშვო ბაღი, იუსტიციის სახლი, სავაჭრო ცენტრები, საერთაშორისო სტადიონი და, რა თქმა უნდა, ზღვა - განახლებული გმირთა ხეივნის მიმდებარედ დაგეგმილი კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მნიშვნელოვან ობიექტებთან ტერიტორიული სიახლოვე და განსაკუთრებული ხედებია.

მნიშვნელოვანი კომპონენტია სამშენებლო მასალების ხარისხი, გამძლეობა და უსაფრთხოება, განსაკუთრებით ზღვისპირა ქალაქისათვის დამახასიათებელ პირობებში. კომპანიაში აცხადებენ, რომ მაღალი ტენიანობის გათვალისწინებით, „პარალელის“ მშენებლობისას ენერგოეფექტურობას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ პროექტისთვის შეირჩა ადგილი, რომელიც არა მხოლოდ კომფორტული გარემოთი, არამედ ბუნებრივი განათების უხვი რესურსითაც გამოირჩევა – მზის სხივები მას თითქმის მთელი დღის განმავლობაში ეცემა, რაც დამატებით აუმჯობესებს ენერგოეფექტურობას და უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის საცხოვრებელ სივრცეს.

შენობები ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით აღიჭურვება. ამასთანავე, მობინადრეები კონსიერჟის 24-საათიანი მომსახურებით ისარგებლებენ. პროექტშია მაღალი ხარისხის ლიფტები და მოპირკეთებული აივნები, საიდანაც, ზღვასთან ერთად, აჭარის მთებიც გამოჩნდება.

კომპლექსი ორ წელიწადში დასრულდება და მესაკუთრეები ბინას შავი კარკასის მდგომარეობით ჩაიბარებენ.

ამჟამად „მეტროპოლს“ თბილისსა და ბათუმში კიდევ რამდენიმე პროექტი აქვს. კომპანია სამშენებლო კალენდარს ზედმიწევნით მიჰყვება და მშენებლობებს ეტაპობრივად, დათქმულ ვადებში ასრულებს.

---

„მეტროპოლის“ შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ექვს პროექტს ახორციელებს. თბილისში სამი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგების“, „მეტროპოლ ქავთარაძისა“ და „მეტროპოლ ორთაჭალას“ მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყო ახალი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.

„მეტროპოლის“ მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. დეველოპერული კომპანია 2000-ამდე დასაქმებულს აერთიანებს და მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1,050,000,000 ლარია.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

გადახდის მოქნილი პირობებით „მეტროპოლ პარალელის“ A ბლოკში წინასწარი გაყიდვები დაიწყო

ბათუმის შუაგულში პანორამული ხედებით გამორჩეული „მეტროპოლ პარალელის“ კომპლექსი ახალ მფლობელებს ელის. კომპანიამ A ბლოკის წინასწარი გაყიდვები დაიწყო. აბუსერიძის ქუჩაზე დაგეგმილი პროექტი 33 და 35-სართულიან ორ კორპუსს მოიცავს. ერთმანეთის პარალელურად განთავსებული A და B ბლოკები, საერთო ჯამში, 500-მდე აპარტამენტს აერთიანებს.

„მეტროპოლ პარალელის“ ასაშენებლად ლოკაცია საგანგებოდ შეირჩა. მიმდებარე ტერიტორია ურბანულად დატვირთულია, თუმცა მრავალსართულიანი კორპუსების მობინადრეები მყუდრო გარემოში იცხოვრებენ. ამასთანავე, ხელსაყრელი ადგილმდებარეობა აპარტამენტების საინვესტიციოდ გამოყენების შესაძლებლობასაც იძლევა.

მამუკა იმედაშვილი, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე: „მეტროპოლ პარალელი“ ჩვენი პირველი საცხოვრებელი პროექტია ბათუმში და მოხარულები ვართ, რომ საწყის ეტაპზევე დიდი ინტერესი გამოიწვია. გამორჩეული კომპლექსის B ბლოკში, წინასწარი გაყიდვების დაწყებიდან ზუსტად 3 თვეში, ბინების 60%-მდე უკვე გაყიდულია. წინასწარ გაყიდვებს ამჯერად A ბლოკში ვიწყებთ და კერძო საკუთრების შეძენის მსურველებს მათზე მორგებულ პირობებს ვთავაზობთ.

უცვლელია ჩვენი კომპანიის ხედვა და მიზანი, მესაკუთრეებს თანამედროვე, ევროპული სამშენებლო მასალებით აშენებული უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი ჩავაბაროთ. სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მხოლოდ „მეტროპოლის“ დაპირება არ არის, ჩვენი პროექტების მაღალი სტანდარტი მსოფლიოში საუკეთესო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციების ჯილდოებითაც დასტურდება.

მშენებლობის დასრულებას 2027 წლის ბოლოსათვის ვგეგმავთ. „პარალელის“ მობინადრეები ჩაიბარებენ საკუთრებას, რომელიც საჭირო ობიექტების სიახლოვის გათვალისწინებით მოსახერხებელია ოჯახური ცხოვრებისათვის, ხოლო ზღვასთან 5 წუთის სავალზე ეფექტურად დაპროექტებული ბინები კარგი შესაძლებლობაა გასაქირავებლად“.

მრავალსართულიან კორპუსებში, საერთო ჯამში, სხვადასხვა ფართის 500-მდე აპარტამენტი განთავსდება. ბინების ფართობი 32.5 m2-დან იწყება და 184.3 m2-მდე ადის. წინასწარი გაყიდვების ფარგლებში საკუთრების შეძენის მსურველები ნებისმიერ, მათთვის სასურველ ფართს 8%-მდე ფასდაკლებით შეიძენენ. მომხმარებლის ინტერესებზეა მორგებული გადახდის შემდგომი პირობებიც.

სკოლა და საბავშვო ბაღი, იუსტიციის სახლი, სავაჭრო ცენტრები, საერთაშორისო სტადიონი და, რა თქმა უნდა, ზღვა - განახლებული გმირთა ხეივნის მიმდებარედ დაგეგმილი კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მნიშვნელოვან ობიექტებთან ტერიტორიული სიახლოვე და განსაკუთრებული ხედებია.

მნიშვნელოვანი კომპონენტია სამშენებლო მასალების ხარისხი, გამძლეობა და უსაფრთხოება, განსაკუთრებით ზღვისპირა ქალაქისათვის დამახასიათებელ პირობებში. კომპანიაში აცხადებენ, რომ მაღალი ტენიანობის გათვალისწინებით, „პარალელის“ მშენებლობისას ენერგოეფექტურობას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ პროექტისთვის შეირჩა ადგილი, რომელიც არა მხოლოდ კომფორტული გარემოთი, არამედ ბუნებრივი განათების უხვი რესურსითაც გამოირჩევა – მზის სხივები მას თითქმის მთელი დღის განმავლობაში ეცემა, რაც დამატებით აუმჯობესებს ენერგოეფექტურობას და უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის საცხოვრებელ სივრცეს.

შენობები ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით აღიჭურვება. ამასთანავე, მობინადრეები კონსიერჟის 24-საათიანი მომსახურებით ისარგებლებენ. პროექტშია მაღალი ხარისხის ლიფტები და მოპირკეთებული აივნები, საიდანაც, ზღვასთან ერთად, აჭარის მთებიც გამოჩნდება.

კომპლექსი ორ წელიწადში დასრულდება და მესაკუთრეები ბინას შავი კარკასის მდგომარეობით ჩაიბარებენ.

ამჟამად „მეტროპოლს“ თბილისსა და ბათუმში კიდევ რამდენიმე პროექტი აქვს. კომპანია სამშენებლო კალენდარს ზედმიწევნით მიჰყვება და მშენებლობებს ეტაპობრივად, დათქმულ ვადებში ასრულებს.

---

„მეტროპოლის“ შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ექვს პროექტს ახორციელებს. თბილისში სამი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგების“, „მეტროპოლ ქავთარაძისა“ და „მეტროპოლ ორთაჭალას“ მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყო ახალი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.

„მეტროპოლის“ მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. დეველოპერული კომპანია 2000-ამდე დასაქმებულს აერთიანებს და მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1,050,000,000 ლარია.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის