სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ გვჭირდება ლიდერები, გვჭირდება მაგარი ქალები, მაგარი პიროვნებები ცოცხალი - ჩვენ გვჭირდება გამარჯვების სული და ეს მოგვცა მზია ამაღლობელმა

მინდა, მივმართო მზია ამაღლობელს. მას ვუთხრა დიდი მადლობა იმისთვის, რაც მან გააკეთა, იმისთვის, რაც მან დღეს გააკეთა, როცა შიმშილობა შეწყვიტა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილმა „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.

„მინდა, მივმართო მზია ამაღლობელს. მას ვუთხრა დიდი მადლობა იმისთვის, რაც მან გააკეთა, იმისთვის, რაც მან დღეს გააკეთა, როცა შიმშილობა შეწყვიტა. იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება ლიდერები, გვჭირდება მაგარი ქალები, მაგარი პიროვნებები ცოცხალი, არ გვჭირდება მსხვერპლი. ჩვენ გვჭირდება გამარჯვების სული და ეს მოგვცა მზია ამაღლობელმა. ეს შემართება საზღვრებს მიღმა გაიტანა, ძალიან ბევრი ადამიანი მას გულშემატკივრობს და ეს გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება, როცა ის იქნება ცოცხლად ჩვენი საზოგადოების ლიდერი, ეს ძალიან გვჭირდება. ძალიან დიდი მადლობა მზია, გისურვებთ სწრაფად გამოჯანმრთელებას“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს