ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ულტიმატუმებზე წასვლას არ ვაპირებ

რუსეთის ულტიმატუმებზე ყველაზე რთულ მომენტში თუ არ წავედით, საიდან არის მოლოდინი, რომ უკრაინა ახლა წავა ამაზე? რუსეთის ულტიმატუმებზე წასვლას არ ვაპირებ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისში რუსეთმა ულტიმატუმი დააყენა, რომელიც მოიაზრებდა უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირებას, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უკრაინაში პრორუსული მთავრობის დაყენებას, “რათა ის სრულიად პუტინის ვერტიკალში ყოფილიყო”.

“და ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ახლა რაღაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ის იგივე განწყობით მიმდინარეობს, მაგრამ ის რუსეთის წარმომადგენლებსა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებს შორის ხდება. უკრაინაზე, კვლავ უკრაინაზე და უკრაინის გარეშე. საინტერესოა, თუ ყველაზე რთულ მომენტში არ წავედით ყველა ამ ულტიმატუმზე, საიდან არის იმის მოლოდინი, რომ უკრაინა ახლა წავა ამაზე?”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსებთან შეთანხმებები არც მათ მიერ კიევის ოლქის ოკუპაციის პერიოდში არ ყოფილა, არც ბელარუსში შეხვედრის დროს და არც თურქეთში შეხვედრის დროს.

“მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტს, არავისთვის არაფრის გარანტიები არ მიმიცია, არავისთვის არაფერი არ დამიდასტურებია. მითუმეტეს, რუსეთის ულტიმატუმებზე წასვლას არ ვაპირებდი და არც ვაპირებ!” , - განაცხადა ზელენსკიმ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა