ესტონეთის საგარეო უწყება - აღმაშფოთებელი და საზიზღარი თავდასხმები მოხდა სალომე ზურაბიშვილზე და გიორგი გახარიაზე - “ქართულ ოცნებას” მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს და დამნაშავეებს პასუხი აგებინოს

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე და “საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიაზე განხორციელებულ თავდასხმას, რასაც „საზიზღარს და აღმაშფოთებელს“ უწოდებს.

ესტონეთი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები და დამნაშავეებს პასუხი აგებინოს.

“აღმაშფოთებელი და საზიზღარი თავდასხმები საქართველოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე.

ესტონეთი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს თავდასხმები და დამნაშავეებს პასუხი აგებინოს”, - ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს