ბადრი ჯაფარიძე - ქვეყანა მიექანება უფსკრულისკენ

“ქართულ ოცნებას” მიტაცებული არჩევნების შედეგად მიტაცებული აქვს ხელისუფლება და ამას არ შეეგუებიან თანამოქალაქეები, რომლებიც გრძნობენ, განიცდიან თავისი ქვეყნის მომავალს და განიცდიან იმას, რომ ქვეყანა მიექანება უფსკრულისკენ , - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ჯაფარიძის შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი „უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის“ განმუხტვა მხოლოდ ახალ, სამართლიან არჩევნებს შეუძლია.

“პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ “ქართული ოცნება” ვერ მიხვდება, რომ ძალადობით, ადამიანების დაჭერით, ფინანსური ძალადობით ვერ გატეხს ჩვენი თანამოქალაქეების ნებას. თანამოქალაქეები, ვინც ახლა აქ [რუსთაველის გამზირზე] იმყოფებიან, ჩვენი ქვეყნის გულწრფელი პატრიოტები არიან, რომლებსაც სურთ ჩვენი ქვეყნის ნორმალური განვითარება და მისი ევროპულ ოჯახში ინტეგრირება. ეს ადამიანები არ დათმობენ თავის ქვეყნის ამ მომავალს, სახელმწიფოს არ დათმობენ, ამიტომ, ეს პროტესტი გაგრძელდება. ეს არის გარდაუვალი - სანამ არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რომ კრიზისი უნდა განიმუხტოს და კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები. ყველა კვლევაში ჩანს, რომ ჩვენი თანამოქალაქეების 80%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, მათ შორის, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებიც ასე ფიქრობენ. ამ კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ხალხი გადაწყვეტს, ვის უნდა ანდოს თავისი ქვეყნის განვითარების მანდატი.

“ქართულ ოცნებას” მიტაცებული არჩევნების შედეგად მიტაცებული აქვს ხელისუფლება და ამას არ შეეგუებიან ის თანამოქალაქეები, რომლებიც გრძნობენ, განიცდიან თავისი ქვეყნის მომავალს და განიცდიან იმას, რომ ქვეყანა მიექანება უფსკრულისკენ”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს