ნოდარ მელაძე - „ტვ პირველის“ ახალი ამბების ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი, სავარაუდოდ, პოლიციელებმა გაიტაცეს

„ტვ პირველის“ ახალი ამბების ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი, სავარაუდოდ, პოლიციელებმა გაიტაცეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე წერს.

მისივე ინფორმაციით, ის სახლში ბრუნდებოდა აქციის შემდეგ, რა დროსაც აღნიშნული ფაქტი მოხდა.

ნოდარ მელაძე მოუწოდებს შსს-ს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ლაშა ჯიოშვილი.

„თბილისში ელბაქიძის აღმართის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, ტელეკომპანია პირველის ახალი ამბების სამსახურის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი. ლაშა საპროტესტო აქციის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ის, სავარაუდოდ პოლიციელებმა გაიტაცეს. "ტვ პირველის" იურისტი ცდილობს, დაადგინოს მომხდარის გარემოებები. ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია ლაშა ჯიოშვილის ადგილსამყოფელი. - შს სამინისტრო კავშირზე არ გამოდის. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს "ტვ პირველის" ოპერატორი", - წერს ნოდარ მელაძე "ფეისბუქზე".

ამასთან, ადვოკატის თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, ლაშა ჯიოშვილი "არცერთ იზოლატორში არ არის" და მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

"ტვ პირველი" ავრცელებს კადრებსაც, სადაც ჩანს როგორ სვამენ მანქანაში ჯიოშვილს.

"ინტერპრესნიუსი" დეტალების გარკვევას შს სამინისტროში ცდილობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს