რუსული მედია - რუსეთის სამარის ოლქში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის სამარის ოლქში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სამარის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ ფედორიშჩევის ცნობით, სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს უკრაინული დრონები დაესხნენ.

„საწარმოს ტერიტორიაზე ოპერატიული და სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან“, - წერს გუბერნატორი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.

ადგილობრივების ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება