ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს

ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ბრაზილიის გენერალურმა პროკურორმა, პაულუ გონე ბრანკომ 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუსა და 33 სხვა პირს ბრალი წაუყენა.

გენერალური პროკურორის ბრალდებებს ახლა ბრაზილიის უზენაესი სასამართლო განიხილავს და დამტკიცების შემთხვევაში ბოლსონარუს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ და იგი სასამართლოს წინაშე წარსდგება.

ბრალდებების თანახმად, ჟაირ ბოლსონარუ ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიუ ლულა და სილვას მოწამვლას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრე დე მორაეს მკვლელობას გეგმავდა.

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იგი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ