კახა კალაძე - თუ სამშენებლო-სარემონტო, ძველი ავეჯის, მწვანე ნარჩენების გატანა დაგჭირდებათ, „თბილსერვის ჯგუფის“ ახალი სერვისით ისარგებლებთ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით „თბილსერვის ჯგუფს“, რომელიც დედაქალაქში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და გადამუშავებას უზრუნველყოფს, ახალი მომსახურება ემატება.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალი მომსახურებით, მოქალაქეებს სამშენებლო-სარემონტო, ძველი ავეჯის, მწვანე ნარჩენების და სხვა სახის ნარჩენების გატანა შევძლებთ როგორც ცხელ ხაზზე დაკავშირებით, ისე ონლაინ პლატფორმის მეშვეობით.

მისი თქმით აღნიშნული მომსახურებას არანაირი კომერციული და დიდი ამონაგების მიზნები არ აქვს. მისი შეფასებით, მოქალაქეებს 1 კუბური მეტრის მსგავსი ნარჩენის გატანა 9 ლარი დაუჯდებათ.

„თბილსერვის ჯგუფს“ ახალი მომსახურება ემატება, რაც ნარჩენების მართვის კუთხით დედაქალაქში არსებულ ვითარებას კიდევ უფრო გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს. მაგალითად თუ სამშენებლო-სარემონტო, ძველი ავეჯის, მწვანე ნარჩენების გატანა დაგჭირდებათ, შეგეძლებათ ახალი სერვისით ისარგებლოთ და "თბილსერვის ჯგუფი" 72 საათის განმავლობაში ამ ნაგვის გატანას უზრუნველყოფს.

1 კუბურ მეტრამდე ნარჩენის გატანის საფასური იქნება მხოლოდ 9 ლარი. ვებ-გვერდი გაუმარტივებს ადამიანებს ამ სერვისის მიღებას. გარდა ამისა არსებობს ცხელი ხაზი, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და მიაწოდოთ ინფორმაცია.

ეს სერვისი კომერციული, მოგებაზე ორიენტირებული სერვისი არ არის. მომსახურება მიზნად ისახავს, მოსახლეობას გავუმარტივოთ ნაგვის გატანა. დედაქალაქის უბნებში დაგროვებული ნარჩენები დიდ პრობლემას წარმოადგენს. ეს მომსახურება კი დედაქალაქს კომფორტულს გახდის, ერთად მოვუფრთხილდეთ და მოვუაროთ ამ ქალაქს!“ - განაცხადა თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია