კახა კალაძე - რუსთაველის გამზირის განახლების სამუშაოებს ალბათ, მაისში დავიწყებთ და ზაფხულის ბოლოსთვის გვინდა, რომ სრულად დავამთავროთ

თბილისის მერია რუსთაველის გამზირის განახლებას გეგმავს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რუსთაველის გამზირზე გზა არის ამორტიზებული, მძიმე მდგომარეობაშია, ხშირია დაზიანებები და გზის ჩავარდნის შემთხვევები. კალაძის განმარტებით, სამუშაოები ალბათ მაისში დაიწყება. აღნიშნული განცხადება კახა

კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

„თქვენ იცით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქალაქში მოვაწესრიგოთ ინფრასტრუქტურა, კონკრეტული ქუჩები, გამზირები, რომელიც საჭიროებს განახლებას, რეაბილიტაცია. მე ბევრჯერ მითქვამს და არ ვერიდები იმას, რომ კომუნიკაციების თვალსაზრისით ქალაქში გვაქვს მძიმე მდგომარეობა, შესაბამისად, სადაც ვიწყებთ ქუჩების და გამზირების განახლებას, რა თქმა უნდა, პირველი კეთდება მიწისქვეშა კომუნიკაციები. მაგალითად, გუშინ, ვიმყოფებოდით აწყურის ქუჩაზე, რომლის სრული რეაბილიტაცია-განახლება მიმდინარეობს და პირველი, რითაც ვიწყებთ, ეს არის მიწის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურის სრული მოწესრიგება და განახლება.

მინდა ინფორმაციის სახით დედაქალაქის მოსახლეობას მივაწოდო რამდენიმე ინფორმაცია. როგორიც იცით, ჩვენ ვგეგმავთ რუსთაველის გამზირის განახლებას, რომელზეც თვითონ გზა არის ამორტიზებული, მძიმე მდგომარეობაში. ხშირია დაზიანებები, გზის ჩავარდნის შემთხვევები იმის გამო, რომ მიწის ქვეშ არსებული ინფრასტრუქტურა არის მძიმე მდგომარეობაში, კრიტიკას ვერ უძლებს და ამიტომ, ხშირია ასეთი დაზიანებები. სამუშაოების დაწყებას რაც შეეხება, ალბათ, მაისის თვეში დავიწყებთ პროექტის განხორციელებას და ზაფხულის ბოლოსთვის გვინდა, რომ სრულიად დავამთავროთ. აქაც, პირველი, რასაც გავაკეთებთ ეს არის კომუნიკაციების მოწესრიგება. მთლიანად მოწესრიგებული იქნება ტროტუარები, ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის ახალი განათების ბოძებით, თავისი სანათებით, განთავსდება მიწისქვეშა ურნები. მთლიანად რადიკალურად შეიცვლება რუსთაველის გამზირი, იქნება ახალი დიზაინით და ყველანაირად კომფორტული და რა თქმა უნდა, შშმ პირთათვის ადაპტირებული. ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოვაწყობთ ახალ მოსაცდელებს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ეფექტური, ლამაზი პროექტი იქნება, როდესაც სამუშოები დამთავრდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, სამუშაოები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, მერია გეგმავს არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას, რომლის დიდი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

„ამ სამუშაოების მეორე ეტაპი იქნება უკვე ძეგლებზე მუშაობა, რომელიც რამდენიმე წლიანი პროექტი იქნება.გვინდა, რომ არა მხოლოდ ფასადებით, არამედ მთლიანად გავამაგროთ და მოვაწესრიგოთ არსებული შენობა-ნაგებობები,რომელიც მდებარეობს ამ გამზირზე“, - განაცხადა კალაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო