ვლადიმერ ბოჟაძე - ოპოზიციის მცდელობა, არ ითანამშრომლონ საგამოძიებო კომისიასთან, ადასტურებს, რომ იმ პასუხისმგებლობის ეშინიათ, რომელიც შესაძლოა მომავალში დაეკისროთ

ოპოზიციის მცდელობა, არ ითანამშრომლონ [საგამოძიებო] კომისიასთან, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეალურად, იმ პასუხისმგებლობის ეშინიათ, რომელიც, შესაძლოა, მათ მომავალში კომისიის მუშაობის შედეგიდან გამომდინარე დაეკისროთ, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა სისხლის სამართლის დანაშაულია.

„ოპოზიცია ცდილობს, თავი აარიდოს [საგამოძიებო] კომისიასთან თანამშრომლობას, თუმცა ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ოპოზიციის მცდელობა, არ ითანამშრომლონ კომისიასთან, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეალურად, იმ პასუხისმგებლობის ეშინიათ, რომელიც, შესაძლოა, მათ მომავალში კომისიის მუშაობის შედეგიდან გამომდინარე დაეკისროთ. ასე რომ, მნიშვნელოვანია კომისიის მუშაობა, დაველოდოთ შედეგებს - რა სიახლეები იქნება იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება ახალი საქმეები იყოს აღძრული პროკურატურაში. თუმცა, ეს ყველაფერი უკვე დამოკიდებულია არა მხოლოდ კომისიაზე, არამედ იმ ადამიანებზე, ვისაც სურვილი აქვს, ითანამშრომლოს კომისიასთან. დამიჯერეთ, ასეთი ძალიან ბევრია”, - განაცხადა ბოჟაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში “ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების თანამდებობის პირები დაიბარა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება