მარია ზახაროვა - საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებს რუსეთი და აშშ პოზიტიურად აფასებენ

საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებს რუსეთი და აშშ პოზიტიურად აფასებენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კონტაქტი შედგა და მას ორივე მხარე პოზიტიური და კონსტრუქციული ტონით ახასიათებს“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

მისი თქმით, ეს ჩვეულებრივი მოლაპარაკებები არ ყოფილა, რადგან ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთსა და აშშ-ს შორის კონტაქტები არ ყოფილა.

„წარმოიდგინეთ, კონტაქტები არ ყოფილა ორ ქვეყანას შორის, რომლებიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან, რომლებიც მსოფლიოში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, რომლებსაც საერთო პრობლემები, კითხვები და საქმეები აქვთ. კონტაქტი არ ყოფილა, რადგან იგი წინა ადმინისტრაციის მიერ სრულიად დაბლოკილი იყო“, - აღნიშნა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, გუშინ ერ-რიადში, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მაღალი დონის გუნდების ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ, რომლებიც იმუშავებენ „უკრაინაში კონფლიქტის ისე დასრულებაზე, რაც გამძლე, მდგრადი და ყველა მხარისთვის მისაღები იქნება“.

ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ „საფუძველი ჩაუყარონ სამომავლო თანამშრომლობას ორმხრივი გეოპოლიტიკური ინტერესების საკითხებისა და ისტორიულ ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტის წარმატებით დასრულების შემდეგ გაჩნდება“.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში