უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი კიევში ჩავიდა

უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი კიევში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს კიევის რკინიგზის სადგურზე უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი დახვდა.

კელოგის თქმით, კიევში მისი ვიზიტი „პოტენციური მოლაპარაკებების კარგ შანსს წარმოადგენს“.

„ჩვენ მოვისმენთ. მზად ვართ იმის გამოყოფისთვის, რაც საჭიროა. ჩვენ უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება გვესმის. ჩემი მისიის ნაწილს მოსმენა წარმოადგენს. შემდეგ, მე აშშ-ში დავბრუნდები და პრეზიდენტ ტრამპს დაველაპარაკები, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი სწორად გვესმის. დონალდ ტრამპს ესმის, რომ ხალხი იტანჯება და ხედავს, რა სახის ნგრევას აქვს ადგილი. ჩვენ ამის დასრულება გვსურს“, - განაცხადა კელოგმა.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში