მათე დევიძის საქმეზე მოწმის სახით გამოძახებული პოლიციელი დაკავების შესახებ - არ გვემორჩილებოდა და შესაბამისად ვიმოქმედეთ

არ გვემორჩილებოდა და შესაბამისად ვიმოქმედეთ, - ასე უპასუხა პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის მათე დევიძის საქმეზე მოწმის სახით გამოძახებულმა პოლიციელმა გურამ ბეგაშვილმა ბრალდებულის ადვოკატს კითხვაზე, თუ რამდენად პროპორციული იყო დევიძის დაკავებისას გამოყენებული ძალა.

უფრო კონკრეტულად დევიძის ადვოკატმა დამკავებელ პოლიციელს ჰკითხა, ყელში წაჭერა არის თუ არა პროპორციული ძალა, რასაც პოლიციელმა უპასუხა, რომ „სიძლიერეს გააჩნია“.

უფლებადამცველის თქმით, კადრებში ჩანს, თუ როგორ მიათრევენ მათე დევიძეს თმებით და ყელში როგორ უჭერენ ხელს.

„არ გვემორჩილებოდა და შესაბამისად ვიმოქმედეთ“, - განაცხადა პოლიციელმა ბეგაშვილმა.

ცნობისთვის, მათე დევიძე იმ 16 პირს შორის იყო, რომელიც სამართალდამცავებმა ნოემბერში მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს.

მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება