გია ვოლსკი - ღალატი იქცა ჩვეულებრივ პროფესიად - ჩვეულებრივი ამბავია, როცა აიღებ, შეკრავ სიცრუის დიდ გუდას და ამ გუდით ჩახვალ რომელიმე ევროპულ ფორუმზე, მოხსნი გუდას თავს და რასაც გინდა საუბრობ შენი ქვეყნის წინააღმდეგ

ღალატი იქცა ჩვეულებრივ პროფესიად. ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც აიღებ, შეკრავ სიცრუის დიდ გუდას და ამ გუდით ჩახვალ რომელიმე ევროპულ ფორუმზე - მოხსნი გუდას თავს და რასაც გინდა საუბრობ შენი ქვეყნის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „სამშობლოს ღალატის” მუხლთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ამ პროფესიას და ამ ტენდენციის განვითარებას შეჩერება სჭირდება“.

„ღალატი იქცა ჩვეულებრივ პროფესიად. ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც აიღებ, შეკრავ სიცრუის დიდ გუდას და ამ გუდით ჩახვალ რომელიმე ევროპულ ფორუმზე. შემდეგ მოხსნი გუდას თავს და რასაც გინდა საუბრობ შენი ქვეყნის წინააღმდეგ. თითქოს ეს ვიღაცის პოლიტიკურ ამბიციას აკმაყოფილებს ქვეყანაში, თითქოს ვიღაცას გულს უფხანს, მაგრამ სინამდვილეში, ეს ქვეყნის წინააღმდეგ აშკარა მოქმედებებია. არამარტო ღია მოქმედებებზეა საუბარი, აქ საუბარია კონსპირაციაზეც, რომელიც ძალიან ადვილად იკითხება მაშინ, როდესაც სიღრმისეულად გაანალიზებ ვითარებას - ვის უნდა ომი? რისთვის არის ეს ომი საჭირო? რა სჭირდება ევრობიუროკრატიის გარკვეულ დონეებს. იგივე აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის რესურსი რისკენ არის მიმართული და ამას ემსახურები. ზედაპირზე გამოგაქვს სულ სხვა რიტორიკა, თითქოს დემოკრატიის სამსახურში ხარ, მაგრამ სინამდვილეში, ფარდის მიღმა აწარმოებ შენი ქვეყნის ისეთ საწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც პირდაპირ მიმართულია ქვეყნის საომარ ცეცხლში „შეყვანაზე” ქვეყანაზე. რასაკვირველია, ეს ქვეყნის ღალატია, რაც პროფესიად იქცა. ამ პროფესიას და ამ ტენდენციის განვითარებას შეჩერება სჭირდება. რასაკვირველია, უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებები და არ უნდა იყოს პოლიტიკური ანგარიშსწორების რაიმე მექანიზმი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსს „სამშობლოს ღალატის“ მუხლი დაემატება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს