პატრულ-ინსპექტორ გიორგი ესტატაშვილის განცხადებით, მას მათე დევიძემ სახის არეში სავარაუდოდ, დროშის ტარი ჩაარტყა

პატრულ-ინსპექტორ გიორგი ესტატაშვილის განცხადებით, მას 21 წლის მათე დევიძემ სახის არეში სავარაუდოდ, დროშის ტარი ჩაარტყა.

ესტატაშვილის თქმით, მას აღნიშნულ ფაქტამდე ბრალდებულთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია.

პოლიციელის განმარტებით, ის შემთხვევის დღეს, მელიქიშვილის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები და ასევე, პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ, სიტუაციაში გასარკვევად და მის განსამუხტად მივიდა.

„მოულოდნელად, სახის მარჯვენა არეში ხის ჯოხი მომხვდა, ეს სავარაუდოდ, დროშის ტარი იყო, რა თქმა უნდა, ტკივილი ვიგრძენი, გავიხედე და დავინახე აღნიშნული მოქალაქე, რომელსაც ეს ჯოხი ისევ ეჭირა. შევეცადეთ, რეაგირება მოგვეხდინა, დაგვეკავებინა. ჩემს ერთ-ერთ კოლეგას, ჩემს წინ მდგომ ბიძინა ჟამერაშვილს ჯოხი ჩაარტყა. ჩვენს მოწოდებაზე შეჩერებულიყო, რეაგირება არ ჰქონია... შესაბამისი დახმარება გამეწია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფისგან. დაზიანება შუბლის და ლოყის არეში მოვიღე, აღნიშნულ დაზიანებას თვალითაც დაინახავდით, ძალიან მარტივი შესამჩნევი იყო“,- განაცხადა ესტატაშვილმა.

მოწმე პოლიციელის თქმით, მან დევიძის მხრიდან ჯოხის მოქნევა 2-3-ჯერ დაინახა.

ცნობისთვის, მათე დევიძე იმ 16 პირს შორის იყო, რომელიც სამართალდამცავებმა ნოემბერში მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს.

მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო