გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე სასამართლოში ჩვენება მისმა უცხოელმა ბიზნესპარტნიორმა მისცა

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე სასამართლოში ჩვენება მისმა უცხოელმა ბიზნესპარტნიორმა და მეგობარმა, მარად კიჩიკოვმა მისცა. მოწმე ლატვიიდან დისტანციურად ჩაერთო.

მან სასამართლოში ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ ბაჩიაშვილს 2015 წლის ზაფხულში, თანხა სესხის სახით მისცა, კერძოდ, 500 000 დოლარი ასესხა, უკან კი 1 მილიონი დოლარი დაუბრუნა.

მოწმის განმარტებითვე, ბაჩიაშვილს 5-დან 6 მილიონამდე დოლარი სჭირდებოდა სრული ინვესტიციისთვის, თუმცა, პირობებზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც ბრალდებულმა დანარჩენი თანხა „ქართუ ბანკიდან“ ისესხა.

პროკურორის კითხვაზე, ეს ინფორმაცია საიდან იცის მან, მოწმემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციის პირველწყარო გიორგი ბაჩიაშვილი იყო.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ის ინვესტორი იყო, საკმარისი უნდა იყოს სასამართლოსთვის.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო