ვოლოდიმირ ზელენსკი - საუდის არაბეთში გამართული შეხვედრით აშშ რუსეთს იზოლაციიდან გამოსვლაში დაეხმარა - კიევი არ გაღიზიანებულა და ყველაფრისთვის მზად არის

საუდის არაბეთში გამართული შეხვედრით აშშ რუსეთს იზოლაციიდან გამოსვლაში დაეხმარა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„როგორც ვთქვი, რასაც ისინი საუდის არაბეთში განიხილავენ მათი უფლებაა. თუმცა, მიმაჩნია, რომ აშშ პუტინს სრულმასშტაბიანი შემოჭრის გამო მოქცეული მრავალწლიანი იზოლაციიდან გამოსვლაში დაეხმარა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის ერ-რიადში გამართული შეხვედრით კიევი „არ გაღიზიანებულა და ყველაფრისთვის მზად არის“.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, განცხადებები იმის შესახებ, რომ აშშ-მა უკრაინას 500 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება აღმოუჩინა და ამის ანაზღაურება უკრაინის ბუნებრივი რესურსების მეშვეობით უნდა მოხდეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ჩვენ სრულიად განსხვავებული რიცხვები გვაქვს. ჩვენთვის ყველაფერი ნათელია. ომი 320 მილიარდი დოლარი დაგვიჯდა. 120 მილიარდი ჩვენია, უკრაინელი ხალხის. 200 მილიარდი - ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების. მათ შორის, შეიარაღების პაკეტები. სულ, აშშ-მა 67 მილიარდის ღირებულების შეიარაღება გადმოგვცა და 31,5 მილიარდი ბიუჯეტისთვის, პირდაპირი ფინანსური დახმარების სახით, გამოყო. იყო ინდივიდუალური პროგრამებიც, მაგრამ არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ დახმარების საერთო ღირებულება 500 მილიარდი დოლარი იყო ან იმის მოთხოვნა, რომ ამის ანაზღაურება წიაღისეულით ან სხვა რამით მოხდეს. ამის შესახებ საუბარი არასერიოზულია. მაგრამ, ჩვენ სერიოზული დოკუმენტისთვის მზად ვართ. ჩვენ უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო