საია - 15 თებერვლიდან, შიმშილობის პარალელურად, თემურ ქათამაძე უარს ამბობს გამოკვლევების ჩატარებაზე

საპროტესტო აქციებზე დაკავებული თემურ ქათამაძე, რომელიც 34-ე დღეა შიმშილობს, შიმშილობის შეწყვეტაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქათამაძე პროტესტის ნიშნად ასევე უარს ამბობს ექიმებთან კონსულტაციაზე და ანალიზების ჩატარებაზე.

„თემურ ქათამაძე 34-ე დღეა შიმშილობს. 16 იანვრიდან, ის იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების ცენტრში და ამ დღიდან უარს ამბობს ყოველგვარი საკვების მიღებაზე და იღებს მხოლოდ წყალს.

შიმშილობის ამ ვადის მიუხედავად, ის მხოლოდ ერთხელ, 2025 წლის 15 თებერვალს გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, გამოკვლევებისა და გარკვეული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების მიზნით. თემურ ქათამაძე მიიჩნევდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით იგი საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას, თუმცა, ამ მოთხოვნაზე მას უარი ეთქვა და იმავე დღეს დააბრუნეს დროებითი მოთავსების ცენტრში. პროტესტის ნიშნად, 15 თებერვლიდან, შიმშილობის პარალელურად, თემური უარს ამბობს გამოკვლევების ჩატარებაზე დროებითი მოთავსების ცენტრშიც.

ამ დროისთვის, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება 2025 წლის 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოში დაკავებისას სამართალდამცავების მხრიდან მისთვის განხორციელებულ ძალადობასა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასთან დაკავშირებით. თემურ ქათამაძე განაგრძობს ბრძოლას მისი უფლებების დასაცავად“, - ნათქვამია საიას ინფორმაციაში.

ამასთან, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თემურ ქათამაძის წერილს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე, მზია ამაღლობელის შემდეგ შიმშილობის დროშა ახლა მე, „ბათუმელი მედროშე“, ავიღე ხელში და ჩემ შიმშილობას გავაგრძელებ ბოლომდე, როგორც 9 ძმა ხერხეულიძე, ვინაიდან, მე მიმაჩნია, რომ „სამშობლო უფრო ღირებულია, ვიდრე სიცოცხლე“, როგორც იყო ჩვენი, ანუ ჩვენებურების ბელადი აჰმედ მელაშვილისთვის, მარო მაყაშვილისთვის, ქაქუცა ჩოლოყაშვილისთვის, ხასან თხილაიშვილისთვის, ლომან ეფენდი ქარცივაძისთვის, გულო კაიკაციშვილისთვის, მემედ აბაშიძისთვის, იუსუფ ქათამაძისთვის, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასათვის.

მე ასევე, უარს ვაცხადებ 15.02.2025 თარიღიდან მიგრაციის დროებითი დაკავების ცენტრში ყოველდღიურად ექიმებთან კონსულტაციისთვის გასვლაზე და ანალიზების ჩატარებაზე“, - ნათქვამია წერილში.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში