CIU-ს თანამონაწილეობით წარდგენილი პროექტი რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

CIU-ს თანამონაწილეობით წარდგენილი პროექტი რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

კერძოდ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული „ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის“ გამარჯვებულთა შორისაა პროექტი: „AI-LabMed: ხელოვნური ინტელექტი ლაბორატორიული მედიცინის განვითარებისთვის.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობითვე, პროექტი მიზნად ისახავს, დიდი მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების, ჯანდაცვის სფეროსა და ლაბორატორიული მედიცინის მიზნებისთვის გამოყენების ეფექტური მოდელის შექმნას.

„აღნიშნულ პროექტში წამყვანი ორგანიზაციაა პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია, თანამონაწილე კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსზე 528 საპროექტო განაცხადი დარეგისტრირდა. კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა ტექნიკური ექსპერტიზა გაიარეს და შესაფასებლად 493 პროექტი გაიგზავნა. კონკურსში მონაწილე 491 პროექტი ევროპის სამეცნიერო ფონდის მიერ (European Science Foundation - Science Connect, ESF-SC) 3 ეტაპად შეფასდა, ექსპერტთა ჯგუფების (პანელების) მიერ შემუშავებული საბოლოო შეფასების საფუძველზე კი, საბოლოოდ, დასაფინანსებლად 111 პროექტი შეირჩა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება