20 და 21 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ორ კონსტიტუციურ სარჩელზე სხდომები გაიმართება

2025 წლის 20 და 21 თებერვალს, 15:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეებზე „სალომე ხვადაგიანი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1561) და „მარინე კაპანაძე და ალექსანდრე ზიბზიბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1576). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

კერძოდ, განსახილველ საქმეებზე სადავოდ გამხდარი ნორმები განსაზღვრავს საქართველოდან დროებით გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება, უარი ეთქვას სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ იგი მიემგზავრება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს. №1561 კონსტიტუციური სარჩელით, აგრეთვე სადავოა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების ცალკეული ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში გამგზავრების მიზნით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პირობებსა და წესებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თანახმად, №1561 კონსტიტუციური სარჩელის ავტორის აზრით, სადავო ნორმებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მიენიჭა ფუნდამენტური საკითხის - სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წესების და პირობების კანონქვემდებარე აქტით მოწესრიგების უფლებამოსილება ისე, რომ საქართველოს პარლამენტმა საკმარისი სიცხადით არ განსაზღვრა დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლები. შესაბამისად, სადავო ნორმები, ფორმალური თვალსაზრისით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის (მიმოსვლის თავისუფლება) მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.

„მოსარჩელეები აგრეთვე მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის სადავო ნორმებით განსაზღვრული საფუძვლები ქმნიან არასაჭირო ბარიერებს საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლებით სარგებლობისათვის. ამასთან, სადავო მოწესრიგება არ ემსახურება იმ ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, რომელთა გამოც შეიძლება შეიზღუდოს მიმოსვლის თავისუფლება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კონსტიტუციურ სარჩელებს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი:

№1561 კონსტიტუციურ სარჩელზე: „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების და „ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა და საზღვრის გადაკვეთაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 21 დეკემბრის №176 ბრძანებით დამტკიცებული „ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა და საზღვრის გადაკვეთაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის“ მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, მე- 3 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

№1576 კონსტიტუციურ სარჩელზე: „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება