ოლაფ შოლცმა ტრამპის კომენტარებს ზელენსკიზე „მცდარი და სახიფათო”, ფრიდრიხ მერცმა კი „რუსული ნარატივი” უწოდა

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომენტარები ზელენსკიზე “მცდარი და სახიფათოა”.

ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.

“უბრალოდ მცდარი და სახიფათოა პრეზიდენტ ზელენსკის დემოკრატიული ლეგიტიმაციის უარყოფა. სიმართლეა: ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის არჩეული სახელმწიფოს მეთაურია. ფაქტი, რომ სათანადო არჩევნები ვერ ჩატარდება შუა ომში, თანხვედრაშია უკრაინის კონსტიტუციასთან და საარჩევნო კანონებთან. სხვას არავინ უნდა ამტკიცებდეს”, - განაცხადა შოლცმა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ ტრამპის განცხადებაზე გერმანიის “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” ლიდერმა, გერმანიის კანცლერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ფრიდრიხ მერცმაც გააკეთა კომენტარი.

“ეს არსებითად დამნაშავისა და მსხვერპლის როლების კლასიკური გადაწყობაა. ეს რუსული ნარატივია. სიმართლე გითხრათ, გარკვეულწილად შოკირებული ვარ, რომ დონალდ ტრამპმა, როგორც ჩანს, ეს თავის [ნარატივად] გაიხადა”, - განაცხადა მერცმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს