მედია - ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი ვაშინგტონს ეწვევიან

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში მომავალ კვირას შეხვდება. ამის შესახებ France-Press -ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.

ასევე, Reuters-ი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკ უოლცზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ეწვევა ვაშინგტონს მომავალ კვირას, შეხვედრების ფონზე, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთის ომის დასრულებას უკრაინაში.

გარდა ამისა, Fox News-სთან რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შანსების შესახებ კითხვაზე, მაიკ უოლცმა განაცხადა:

"ჩვენ ჩართულები ვართ ყველა მხარესთან, ჩვენ ვაპირებთ ტექნიკური გუნდების დაყენებას, რათა დავიწყოთ დეტალებზე საუბარი".

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება