დონალდ ტრამპი - ჩვენ გრენლანდია უნდა დავიცვათ - ეს ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის გვჭირდება

ჩვენ გრენლანდია უნდა დავიცვათ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„გრენლანდიასთან დაკავშირებით რაღაც უნდა გავაკეთოთ. ჩვენ გრენლანდია უნდა დავიცვათ. ჩვენ ეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება და მეტიც, ჩვენ ეს საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის გვჭირდება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, მისი თქმით, აშშ-ის დედაქალაქი, ვაშინგტონი ქვეყნის ფედერალურმა მთავრობამ უნდა მართოს.

„ვფიქრობ, ვაშინგტონის, კოლუმბიის ოლქის მართვა საკუთარ ხელში უნდა ავიღოთ და ის უფრო უსაფრთხო გავხადოთ. ვფიქრობ, კოლუმბიის ოლქი ჩვენ უნდა ვმართოთ, კანონისა და წესრიგის დაცვით უნდა ვმართოთ და იგი შესანიშნავი უნდა გავხადოთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონში დანაშაულის დონე ძალიან მაღალია.

„ძალიან ბევრი დანაშაულია, გაზონებზე ძალიან ბევრი კარავია. ძალიან ბევრი უსახლკაროა. ჩვენ უსახლკაროებს უნდა მივხედოთ. ამის ვაშინგტონში დაშვება არ შეიძლება, როდესაც ჩემთან ვიზიტით ჩამოდიან, მაგალითად, მაკრონი ჩამოდის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჩამოდის, პრეზიდენტი სი ძინპინი ჩამოვა და ამას ვერ დავუშვებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს