ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი - უკრაინაში მიმდინარე ომი უკრაინის პირობებით უნდა გადაწყდეს, რადგან აგრესორი რუსეთია

ავსტრალიის თავდაცვის მინისტრის, რიჩარდ მარლზის განცხადებით, უკრაინის ომის დასრულების საკითხი უკრაინის პირობებით უნდა გადაწყდეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„უკრაინაში მიმდინარე ომი უკრაინის პირობებით უნდა გადაწყდეს, რადგან აქ აგრესორი რუსეთია და რასაც სასწორზე ვხედავთ, არის წესებზე დაფუძნებული წესრიგის მთლიანობა, გლობალური წესებზე დაფუძნებული წესრიგი. ჩვენ მივესალმებით მცდელობებს, რომ ომი დასრულდეს, მაგრამ ეს არ შეიძლება ნებისმიერი პირობებით მოხდეს. ეს უნდა მოხდეს უკრაინის პირობებით და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ამაში“, - აღნიშნა რიჩარდ მარლზიმ.

ამასთან, ავსტრალიის კონსერვატიულმა ოპოზიციამ უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიცია გააკრიტიკა.

„ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ცდება. აზრი, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ან უკრაინელმა ხალხმა დაიწყო ეს ომი, ან პასუხისმგებლები არიან ომზე, უბრალოდ არასწორია“, - განაცხადა ლიბერალური ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, პიტერ დატონმა, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი იყო.

მისი თქმით, ავსტრალია მტკიცედ და ამაყად უნდა იდგეს უკრაინელი ხალხის გვერდით.

„ეს არის დემოკრატია და ეს არის ბრძოლა ცივილიზაციისთვის. ვლადიმერ პუტინი მკვლელი დიქტატორია და ჩვენ მას ერთი ინჩიც არ უნდა მივცეთ“, - განაცხადა დატონმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი