წინ ევრობასკეტისკენ - საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

21 თებერვალს, 21:00 საათზე საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები დანიასთან შეხვედრას თბილისში გამართავს.

აღნიშნულ თამაშზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ალექსანდრ ჯიკიჩის მიერ შერჩეული შემდეგი კალათბურთელები ითამაშებენ:

  • რატი ანდრონიკაშვილი (ობრადოირო, ესპანეთი);
  • კამარ ბოლდუინი (ბასკონია, ესპანეთი);
  • მათე ხატიაშვილი (ბასკონიაU18, ესპანეთი);
  • ლუკა ლიკლიკაძე (ორბი);
  • გიორგი ოჩხიკიძე (ქუთაისი);
  • ლუკა მაზიაშვილი (ამრაგაგრა);
  • კახა ჯინჭარაძე (ამრაგაგრა);
  • დუდა სანაძე (ესპეროსი, საბერძნეთი);
  • სანდრო სანაძე (ზესტაფონი);
  • ალექსანდრე ფევაძე (თსუ);
  • ბექა ბურჯანაძე (კორუნა, ესპანეთი);
  • თორნიკე შენგელია (ვირტუსი, იტალია);
  • გიორგი შერმადინი (ტენერიფე, ესპანეთი);
  • ილია ლონდარიძე (ბათუმი);
  • გიორგი კორსანტია (ქუთაისი).

დანიის საკალათბურთო ნაკრების რიგებში კი იქნებიან ევროლიგის ვარსკვლავები: პარტიზანის უკანახაზელი, იფე ლუნდგერგი და მილანის მსუბუქი ფორვარდი, შევოლ შილდსი. მათი მწვრთნელი კი ალან ფოსია.

დანიასთან თამაშის შემდეგ საქართველო შეხვედრას 24 თებერვალს 23:00 საათზე სერბეთთან გამართავს.

კონტინენტის პირველობას ერთდროულად 4 ქვეყნის 4 ქალაქი უმასპინძლებს: ტამპერე (ფინეთი), კატოვიცე (პოლონეთი), ლიმასოლი (კვიპროსი) და რიგა (ლატვია).

ევრობასკეტი 2025 სტარტს 27 აგვისტოს აიღებს, 14 სექტემბრამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას ევროპის 24 საუკეთესო ქვეყანა მიიღებს.

ერთად ვუქომაგოთ საქართველოს ნაკრებს დარჩენილ უმნიშვნელოვანეს შეხვედრებში. წინ ევრობასკეტია!

საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს