„ჰამასმა“ ოთხი მძევლის ცხედარი „წითელ ჯვარს“ გადასცა

„ჰამასმა“ ოთხი მძევლის ცხედარი „წითელ ჯვარს“ გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

„ჰამასმა“ 32 წლის შირი ბიბასი, მის შვილებთან, 4 წლის არიელთან და 9 თვის კფირთან ერთად 2023 წლის 7 ოქტომბერს, ნირ ოზის კიბუციდან გაიტაცა.

მეოთხე ცხედარი ოდედ ლიფშიცს ეკუთვნის, რომელიც გატაცებისას 83 წლის იყო.

„წითელმა ჯვარმა“ მძევლების ცხედრები ისრაელის თავდაცვის ძალებს გადასცა.

ცნობისთვის, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან „ჰამასმა“ 24 მძევალი გაათავისუფლა. „ჰამასი“ შაბათს კიდევ ექვს მძევალს გაათავისუფლებს.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს