„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შემეცნებითი ტურის ფარგლებში, სსე-ის სათავო ოფისს თბილისის 142-ე საჯაროს სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შემეცნებითი ტურის ფარგლებში, სსე-ის სათავო ოფისს თბილისის 142-ე საჯაროს სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

სსე-ის ცნობით, უფროსკლასელებს პრეზენტაცია ჩაუტარდათ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში, ასევე ზოგადი ენერგეტიკის თემაზე, მათ შორის განახლებადი ენერგიის წარმოებასა და მის განვითარებაზე, ენერგეტიკის სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე.

„უფროსკლასელებმა ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი მოინახულეს და მისი ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს გაეცნენ. დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე.

ტურის პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში, უფროსკლასელები ეწვივნენ ქვესადგურს “ნავთლუღი 220“. ადგილზე მიიღეს ინფორმაცია ელექტროგადამცემი ხაზებისა და ზოგადად, ქვესადგურების ფუნქციონირების შესახებ, უშუალოდ ჩაერთნენ სხვადასხვა ელექტრომოწყობილობით ელექტროგადამცემი ხაზების შემოწმების პროცესში.

მოსწავლეებს ინფორმაცია გააცნეს სსე-ის სასწავლო ცენტრის შესახებაც, სადაც მომავალი ენერგეტიკოსები უსასყიდლოდ გადიან სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ თბილისისა თუ რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის შემეცნებით ტურებს 2016 წლიდან ატარებს, რაც პირველ რიგში, ახალი თაობის ენერგეტიკის დარგით დაინტერესებას ემსახურება. სსე ორიენტირებულია, მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანიაში მიმდინარე მასშტაბური პროექტები და დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები. შემეცნებითი ტურები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის მთელი წლის განმავლობაშია დაგეგმილი“, - ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება