ემანუელ მაკრონი სამშვიდობო პროცესზე - უკრაინა ყოველთვის უნდა იყოს ჩართული და მისი უფლებები უნდა იყოს დაცული - მშვიდობა უნდა იყოს ხანგრძლივი და თან ახლდეს ძლიერი და სანდო გარანტიები

საფრანგეთს და მის პარტნიორებს მკაფიო და ერთიანი პოზიცია აქვთ. ჩვენ გვსურს ხანგრძლივი და მტკიცე მშვიდობა უკრაინაში, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც სოციალურ ქსელში პარიზში გამართული ე.წ. მეორე საგანგებო სამიტის შემდეგ გაავრცელა.

„მე კიდევ ერთხელ მქონდა ხანგრძლივი საუბარი ევროკავშირელ რამდენიმე კოლეგასთან, ასევე კოლეგებთან კანადიდან, ისლანდიიდან და ნორვეგიიდან. საფრანგეთს და მის პარტნიორებს მკაფიო და ერთიანი პოზიცია აქვთ. გვსურს გრძელვადიან და მტკიცე მშვიდობას უკრაინაში“, - წერს მაკრონი.

მისი თქმით, სრულ პასუხისმგებლობას იღებენ ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის საფრანგეთის ფუნდამენტური ინტერესი და მე ვარ მისი გარანტი. ვიზიარებთ მიზანს, რომელიც ასევე არის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზანი - ბოლო მოეღოს რუსეთის აგრესიულ ომს, რომელიც უკვე თითქმის სამი წელია გრძელდება“, - წერს მაკრონი.

მისი თქმით, მშვიდობის მიღწევის მიზნით ძალისხმევა შემდეგი პრინციპების შესაბამისად გაგრძელდება :

„უკრაინა ყოველთვის უნდა იყოს ჩართული და მისი უფლებები უნდა იყოს დაცული. მშვიდობა უნდა იყოს ხანგრძლივი და თან ახლდეს ძლიერი და სანდო გარანტიები. უნდა მოხდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ევროპელების შეშფოთების გათვალისწინება“, - წერს მაკრონი.

მისი თქმით, თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება უახლოეს მომავალში მოხდება.

„დარწმუნებულები ვართ ევროპისა და თითოეული ჩვენი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯების და შესაძლებლობების გაზრდის აუცილებლობაში. გადაწყვეტილებები მიიღება უახლოეს დღეებში და კვირებში“, - წერს მაკრონი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს