ლევან სილაგავა - ყაზახეთის მხარესთან უკვე წინასწარი კონტრაქტები არის, რომ საქართველოში ყაზახური ხორბლის შემოსვლას ახლო მომავალში აუცილებლად ვიხილავთ

ყაზახეთის მხარესთან უკვე წინასწარი კონტრაქტები არის, რომ საქართველოში ყაზახური ხორბლის შემოსვლას ახლო მომავალში აუცილებლად ვიხილავთ. ეს დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იქნება,- ამის შესახებ „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სილაგავამ აღნიშნა, ბაზარზე ხორბალი ძვირდება.

„ყაზახეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2 მილიონი ტონა ხორბალი, რომელიც მათთვის ჭარბია, მსოფლიო ბაზარზე გაეყიდა. ეს მიმართულებებია მაგალითისათვის, ბალტიის ზღვა, შავი ზღვის მიმართულება, აზერბაიჯანი, ირანი და ა. შ. რადგან შავი ზღვის მიმართულებაა, საქართველოს მიმართულებაც არის.

ხორბლის შემოტანა ორი მდგენელისგან შედგება: ხორბალზე რა ფასი არის იმ ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ყაზახეთში და სატრანსპორტო მდგენელი. სატრანსპორტო მდგენელი ტონაზე 40 დოლარით სუბსიდირება (საქართველოში შემოსატანად), თუ საქართველოში შემოვიდა და შავი ზღვის პორტით გავიდა, 60 დოლარით. სუბსიდირების გარეშე საქართველოში შემოტანილი ერთი ტონა ხორბლის ტრანსპორტირების მდგენელი დაახლოებით 90-100 დოლარის ფარგლებში ჯდება. ეს ყველაფერი კონკურენციაში შესვლა არის, მათ შორის, რუსულ ხორბალთან, რომელიც დღესდღეობით ძვირდება. რეალურია და ყაზახეთის მხარესთან უკვე წინასწარი კონტრაქტები არის, რომ საქართველოში ყაზახური ხორბლის შემოსვლას ახლო მომავალში აუცილებლად ვიხილავთ. ეს დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იქნება.

ფქვილის ფასთან მიმართებაში ამას სტაბილურობის ეფექტი ექნება, აქ არ იქნება ეფექტი, რომელიც შემცირებისგან წავა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ბაზარზე ხორბალი ძვირდება, გაძვირებული ხორბლის ეფექტიდან გამომდინარე, ყაზახური მხრიდან ეს გაძვირებულზე ოდნავ იაფი იქნება, რაც ჩვენი ბაზრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა სილაგავამ მედიაჰოლდინგ "კვირაში".

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო