ქართველ მებრძოლს ოკუპირებულ დონეცკში 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯეს

ქართველ მებრძოლს მიხეილ გოგნაძეს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარეს იბრძვის, დაუსწრებლად მიუსაჯეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, - ინფორმაციას რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია საქართველოს მოქალაქე მიხეილ გოგნაძისთვის განაჩენის (დაუსწრებლად) გამოსატანად“, - აცხადებენ უწყებაში.

მათი მტკიცებით, გოგნაძე, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ხანგრძივი დროის განმავლობაში მონაწილეობდა ბრძოლებში ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისა და რუსი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ.

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ