სემეკი - „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფზე არ აისახება

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფზე არ აისახება. ამის შესახებ ინფორმაციას “სემეკი” ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საკანონმდებლო ცვლილება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული ობიექტის შემდგომ განვითარებასა და სტაბილურ ფუნქციონირებაზე პოზიტიურად აისახება.

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, რომელიც გულისხმობს, რომ „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ წარმოებული და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა არ იქნება გათვალისწინებული წარმოების ტარიფის გაანგარიშებისას, ელექტროენერგიის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფზე არ აისახება. აღნიშნული ცვლილების გამო ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის.

საკანონმდებლო ცვლილება პოზიტიურად აისახება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული ობიექტის შემდგომ განვითარებასა და სტაბილურ ფუნქციონირებაზე. ცვლილების საფუძველზე, „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ დადგენილი ტარიფები ხელს შეუწყობს კომპანიის ფინანსურ გაძლიერებასა და მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუფერხებლად განხორციელებას.

სატარიფო რეგულირების პერიოდში „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების კასკადის“ ახალი ტარიფების გავლენა ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარების ტარიფებზე დაბალანსდება „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ წარმოებული იაფი ელექტროენერგიის მაქსიმალურად ქვეყნის შიგნით რეალიზაციით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება