ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მზად არის ძლიერი, ეფექტიანი ინვესტიციისა და უსაფრთხოების შეთანხმებისთვის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან კიტ კელოგთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ზელენსკი შეხვედრას პროდუქტიულს უწოდებს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა მზად არის ძლიერი, ეფექტიანი ინვესტიციისა და უსაფრთხოების შეთანხმებისთვის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან.

ზელენსკის თქმით, ომის სულ პირველივე წამიდან უკრაინა მშვიდობას ეძებდა, “უნდა და შეგვიძლია იმის უზრუნველყოფა“, რომ მშვიდობა ძლიერი და ხანგრძლივი იყოს - რათა რუსეთს არასდროს შეეძლოს ომით დაბრუნება.

“პროდუქტიული შეხვედრა მქონდა აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ კიტ კელოგთან - კარგი დისკუსია, მნიშვნელოვანი დეტალები. მადლობელი ვარ შეერთებული შტატების მთელი დახმარებისთვის და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ორპარტიული მხარდაჭერისთვის.

ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის - და მთლიანად თავისუფალი სამყაროსთვის - რომ ამერიკის სიძლიერე იგრძნობოდეს. დეტალური საუბარი გვქონდა ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე, როგორ დავაბრუნოთ ჩვენი ომის ტყვეები, უსაფრთხოების ეფექტიან გარანტიებზე.

ამ ომის სულ პირველივე წამიდან უკრაინა მშვიდობას ეძებდა. ჩვენ უნდა და შეგვიძლია იმის უზრუნველყოფა, რომ მშვიდობა ძლიერი და ხანგრძლივი იყოს - რათა რუსეთს არასდროს შეეძლოს ომით დაბრუნება. უკრაინა მზად არის ძლიერი, ეფექტიანი ინვესტიციისა და უსაფრთხოების შეთანხმებისთვის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. შევთავაზეთ შედეგების მიღწევის ყველაზე სწრაფი და ყველაზე კონსტრუქციული გზა. ჩვენი გუნდი 24/7-ზე მზადაა იმუშაოს.

წარმატება ყველას გვაერთიანებს. უკრაინა-შეერთებული შტატების ძლიერი ურთიერთობები მთელს მსოფლიოს არგებს.

მადლობას ვუხდი გენერალ კელოგს ერთობლივი მუშაობისთვის მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად”, - წერს ზელენსკი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი