ვალერი ჩეჩელაშვილი - დონალდ ტრამპმა, თავისი შეფასებებით  ხელი შეუწყო ვოლოდიმირ ზელენსკის ავტორიტეტის გამყარებას, ხოლო ევროპა ჩვენს თვალწინ სხვა მოთამაშე ხდება

დონალდ ტრამპმა, თავისი შეფასებებით, ხელი შეუწყო ვოლოდიმირ ზელენსკის ავტორიტეტის გამყარებას, - ამის შესახებ უკრაინასა და რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ვალერი ჩეჩელაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ რაც უფრო მეტ წნეხს განახორციელებს ზელენსკიზე, უკრაინის პრეზიდენტი უფრო მეტად დაექვემდებარება მის ზეწოლას, რაც, ყოფილი დიპლომატის აზრით, არ მოხდება.

ჩეჩელაშვილის შეფასებით, მიმდინარე გლობალურ პოლიტიკურ პროცესებში ევროპას ახალი როლი ენიჭება და სულ სხვა მოთამაშე ხდება, რომელსაც აშშ-ზე არც თუ ისე ნაკლები ეკონომიკა აქვს, რაც იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ უკრაინას მეტად დაეხმაროს.

“იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც ჩამოაყალიბა პრეზიდენტმა ტრამპმა, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკი არის დიქტატორი, რომ მას არ აქვს ჩატარებული არჩევნები, რომ აქვს მხოლოდ 4%-იანი მხარდაჭერა - ამ შეფასებებით ტრამპმა ხელი შეუწყო ზელენსკის ავტორიტეტის გამყარებას. უკრაინაში ბევრი მეგობარი მყავს, რომელთაგან ყველა არ არის ზელენსკის მხარდამჭერი, მაგრამ ამ მოვლენების განვითარების ფონზე, ყველა ამბობს, რომ თუ ჩატარდება ახალი არჩევნები, ზელენსკის დაუჭერენ მხარს.

ტრამპი რატომღაც ფიქრობს, რომ რაც უფრო მეტ წნეხს განახორციელებს ზელენსკიზე, ის უფრო მეტად დაექვემდებარება მის ზეწოლას და, შესაბამისად, უფრო მარტივად წავა იმ შეთავაზებებზე, რასაც მაგიდაზე დაუდებენ ხელმოსაწერად, თითქოსდა ამ მშვიდობის გასაფორმებლად. ეს ასე არ არის.

როდესაც პრეზიდენტი ტრამპი კითხულობს, სად არის ის 350 მლრდ დოლარი, რომელიც უკრაინას გადასცეს, ამაზე ყველაზე მარტივი პასუხი არის ის, რომ წავიდა იმაში, რომ ვერ აიღეს კიევი სამ დღეში, ახლა ფრონტის ხაზი არის იქ, სადაც არის, რომ უკრაინელები ყოველ დღე ანადგურებენ 1000-1500-მდე ოკუპანტს, რომელიც მათ ტერიტორიაზეა, რომ კურსკის ოლქის 500-600 კვ. კილომეტრი აქვს დაკავებული უკრაინას - ამაში წავიდა ეს დახმარება.

ამ მთელ პროცესს აქვს ერთი ძალიან კარგი და პოზიტიური განზომილება - ევროპა. ის ჩვენს თვალწინ სხვა მოთამაშე ხდება. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები პირველი ეკონომიკაა მსოფლიოსი - 30 ტრლნ აშშ დოლარი, მაგრამ, დაახლოებით, 25 ტრლნ აშშ დოლარი არის ევროკავშირის ეკონომიკა, რომელიც არის ჩინეთზე მეტი, მაგრამ ამერიკაზე ნაკლები, თუმცა, არც იმდენად დიდი განსხვავებაა. ამას ემატება ორი ძალიან სერიოზული მოთამაშე, რომელიც გულწრფელად და თანმიმდევრულად უჭერს მხარს უკრაინას თავისი ძლიერი ეკონომიკით - ეს არის იაპონია და კანადა”, - აღნიშნა ჩეჩელაშვილმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ