ემანუელ მაკრონი - ტრამპს ვეტყვი: არ შეიძლება სუსტი იყო პუტინის წინააღმდეგ, ეს შენი სტილი არ არის - თუ უკრაინას მიატოვებ, რუსეთი შეუჩერებელი იქნება!

ტრამპს ვეტყვი, რომ არ შეიძლება პუტინის წინააღმდეგ სუსტი იყოს, ეს მისი სტილი არ არის. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პირდაპირი ეთერში მაყურებლების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მისი ვაშინგტონში ვიზიტი “რამდენიმე დღეში” შედგება.

კითხვებზე პასუხისას მაკრონმა გააჟღერა თუ რის თქმას აპირებს დონალდ ტრამპისთვის.

“მას ვეტყვი: არ შეიძლება სუსტი იყო პუტინის წინააღმდეგ, ეს შენი სტილი არ არის. როგორ შეიძლება ამის შემდეგ ჩინეთის წინააღმდეგ იყო ანგარიშგასაწევი? თუ უკრაინას მიატოვებ, რუსეთი შეუჩერებელი იქნება! ის მოიპოვებს უკრაინულ არმიას და ჩვენს აღჭურვილობას,” - განაცხადა მაკრონმა და აღნიშნა, რომ ეს “სტრატეგიული შეცდომა” იქნება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტი “სხვებში გარკვეულ ბუნდოვანებას აჩენს”, ვინაიდან “ყველაფრის გაკეთება შეუძლია”.

“ეს ბუნდოვანება კარგია ჩვენთვის და უკრაინისთვის. მაგრამ ეს ბუნდოვანება გამოყენებას საჭიროებს. ცუდი მხარე ის არის, რომ ის ბუნდოვანებას აჩენს მოკავშირეებში,” - განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ლეგიტიმურია, თავისუფალი სისტემითაა არჩეული და არსებულ ვითარებაში არჩევნების ჩატარება არ შეუძლია.

“თქვენი აზრით, მას შეუძლია საპრეზიდენტო ან საპარლამენტო არჩევნების ორგანიზება ქვეყანაში, საიდანაც რამდენიმე მილიონი უკრაინელი გაიქცა უსაფრთხოებისთვის?..

მეტი დემოკრატია გვსურს უკრაინაში გრძელვადიან პერსპექტივაში, რასაც ხანგრძლივი მშვიდობა მოიტანს. პრეზიდენტ ზელენსკის ასევე სურს დემოკრატია, ვინაიდან, მისი ნაყოფია,” - განაცხადა მაკრონმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის