ისრაელი აცხადებს, რომ „ჰამასს“ ერთ-ერთი მძევლის, შირი ბიბასის ცხედარი არ გადაუცია

„ჰამასის“ მიერ ისრაელისთვის გუშინ გადაცემულ ოთხ ცხედარს შორის შირი ბიბასის ცხედარი არ არის, - გამოცემა BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა.

„იდენტიფიკაციის პროცესში დადგინდა, რომ მიღებული ცხედარი არ არის შირი ბიბასის, ან სხვა მძევლის ცხედარი. ეს არის უკიდურესი სიმძიმის დარღვევა ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მხრიდან, რომელიც, შეთანხმების თანახმად, ვალდებულია დააბრუნოს ოთხი გარდაცვლილი მძევალი“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ისინი „ჰამასისგან“ დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას და შირი ბიბასის ცხედრის გადაცემას ითხოვენ.

„ჰამასმა“ 32 წლის შირი ბიბასი, მის შვილებთან, 4 წლის არიელთან და 9 თვის კფირთან ერთად 2023 წლის 7 ოქტომბერს, ნირ ოზის კიბუციდან გაიტაცა. ბავშვების ცხედრები ისრაელს გუშინ გადასცეს.

ამასთან, ისრაელმა დაადასტურა, რომ დაბრუნებული მეოთხე ცხედარი ოდედ ლიფშიცს ეკუთვნის, რომელიც გატაცებისას 83 წლის იყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს