ტრამპის მრჩეველი მაიკ უოლცი - პრეზიდენტი ტრამპი პრეზიდენტი ზელენსკით აშკარად ძალიან იმედგაცრუებულია - პრეზიდენტ ტრამპის შეურაცხყოფა და რიტორიკა, რომელიც კიევიდან მოდის მიუღებელია

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი აცხადებს, რომ კიევი ცდება, როდესაც მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებების თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტის მიდგომას ეწინააღმდეგება.

„პრეზიდენტი ტრამპი პრეზიდენტი ზელენსკით აშკარად ძალიან იმედგაცრუებულია - იმ ფაქტით, რომ ის არ დაჯდა [მოლაპარაკებების] მაგიდასთან, რომ არ სურს ისარგებლოს იმ შესაძლებლობით, რაც ჩვენ შევთავაზეთ. ვფიქრობ, ის საბოლოოდ მიაღწევს ამ წერტილს და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე“, - აღნიშნა უოლცმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, დონალდ ტრამპის იმედგაცრუების მიზეზი მრავალმხრივია და ერთ-ერთი ის რიტორიკა, რომელიც კიევიდან მოდის.

„იმედგაცრუება პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ მრავალმხრივია. პირველი, ღრმად უნდა იყოს დაფასებული ის, რაც ამერიკელმა ხალხმა, ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა, პრეზიდენტმა ტრამპმა, მისი პირველ ვადის დროს, გააკეთა და რასაც ჩვენ მას შემდეგ ვაკეთებთ. ასე რომ, გულწრფელად რომ ვთქვათ, ზოგიერთი რიტორიკა, რომელიც კიევიდან მოდის და პრეზიდენტ ტრამპის შეურაცხყოფა მიუღებელია“, - აღნიშნა უოლცმა.

ამასთან, მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მინერალების მოპოვებაში ამერიკული ინვესტიციების განხორციელების ისტორიული შესაძლებლობა შესთავაზა.

„აშშ-ის ფინანსთა მინისტრი პირადად გაემგზავრა [კიევში], რათა უკრაინისთვის შეეთავაზებინა ის, რაც, გაზვიადების გარეშე, ისტორიული შესაძლებლობაა - ერთობლივი ამერიკული და უკრაინული ინვესტიცია მის მინერალურ რესურსებში, რაც ხელს შეუწყობს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას“, - აღნიშნა უოლცმა.

მისი თქმით, უკრაინას აქვს უზარმაზარი ბუნებრივი რესურსები და შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მის ეკონომიკურ განვითარებას.

„ამასთან, ჩვენ გვაქვს მოვალეობა ამერიკელი გადასახადების გადამხდელების წინაშე და უნდა დავეხმაროთ მათ უკვე დახარჯული ასობით მილიარდი დოლარის დაბრუნებაში“, - აღნიშნა უოლცმა.

მისი თქმით, ამ შეთანხმების მნიშვნელოვანი ასპექტი უსაფრთხოების გარანტიების საკითხიცაა.

"ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებას და ის (ზელენსკი) უნდა დაბრუნდეს მაგიდასთან. ჩვენ გავაგრძელებთ განხილვას, თუ საით მიდის ეს შეთანხმება“, - აღნიშნა უოლცმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო