ნიკუშა კაცია - საბადრაგო სამსახური სარდაფში დაჯდომის საშუალებას არ მაძლევს, ფურცლები მოვითხოვე და არ მომცეს, გარდა ამისა, დღესაც მაკეთებინეს ბუქნები

ნარკოდანაშაულზე დაკავებულ ჟურნალისტის, ნიკუშა კაციას განცხადებით, მას საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები პროცესამდე „ბუქნებს“ აკეთებინებენ.

აღნიშნული განცხადება მან სასამართლო პროცესის დაწყებისთანავე გააკეთა.

„საბადრაგო სამსახური სარდაფში დაჯდომის საშუალებას არ მაძლევს, ფურცლები მოვითხოვე და არ მომცეს, გარდა ამისა, დღესაც მაკეთებინეს ბუქნები, ეს ყველა შემთხვევაში უნდა ვთქვა“, - განაცხადა კაციამ.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ მის მიერ დანიშნული ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რასთან დაკავშირებითაც პოზიციის დასაფიქსირებლად პროკურორმა დრო მოითხოვა. სხდომა 7 მარტს 11:00 საათზე ჩატარდება.

ცნობისთვის, ნიკუშა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება