თინა ბოკუჩავა - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესიისთვის მოსამზადებელ სხდომაზე საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება, სადაც სავარაუდოდ, საუბარი იქნება ახალი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების შესახებ

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესიისთვის მოსამზადებელ სხდომაზე დებატები გაიმართება საქართველოს საკითხზე, სადაც სავარაუდოდ, საუბარი იქნება საქართველოში ახალი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების შესახებ.

„დღეს ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოსამზადებელ სხდომაზე წლიური სესიისთვის, რომელიც ივნისში ჩატარდება, შედგება საგანგებო დებატები საქართველოს საკითხზე გამომდინარე იმ უმძიმესი კრიზისიდან, რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა ქვეყანა მიტაცებული არჩევნების და შემდგომი რეპრესიების შედეგად. დებატებზე, სავარაუდოდ, განხილული იქნება ახალი, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები, როგორც ერთადერთი გამოსავალი დღევანდელი პოლიტიკური კრიზისიდან და ასევე გაიჟღერებს ის მოთხოვნები, რომლებიც აერთიანებს ქართველ ხალხს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ვხვდებით ამერიკის დელეგაციას იმისთვის, რომ განვიხილოთ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოსთან და რეგიონთან მიმართებაში და სანქცირების პოლიტიკის შენარჩუნება ივანიშვილის რეჟიმის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომელიც ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესიისთვის მოსამზადებელ სხდომას ესწრება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება