ანდრიუს კუბილიუსი - ამერიკელების ერთადერთი არგუმენტი არის ის, რომ სურთ უკრაინაში ხოცვა-ჟლეტის შეჩერება, ჩვენც გვსურს, მაგრამ თუ ეს ფრთხილად არ გაკეთდა, ხოცვა-ჟლეტა განახლდება და ბევრად უფრო ფართო მასშტაბით

ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მიღწევა ძალის მეშვეობით უნდა მოხდეს.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს ესაუბრა.

„მე მას ვუთხარი : ჩვენ გვჭირდება მშვიდობა უკრაინაში, მაგრამ მშვიდობა ძალის მეშვეობით - ამას ყველა იმეორებს, ამერიკელებიც, მაგრამ დავიწყებდი ფორმულის მეორე ნაწილით: ძალა. სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად უკრაინელებს დამატებითი ძალა სჭირდებათ და ეს ძალა მხოლოდ ჩვენი, ამერიკისა და ევროპის მხრიდან შეიძლება მოვიდეს - ასე რომ, ჯერ ძალა და შემდეგ მშვიდობა. ახლა ამერიკელები ცვლიან ფორმულას, ჯერ მშვიდობაზე საუბრობენ, მაგრამ ძალის გარეშე და ეს პუტინის პოლიტიკურად გაძლიერების რისკს ქმნის. იმედი მაქვს, რომ ამერიკელები სერიოზულ შეცდომებს არ დაუშვებენ“, - აღნიშნა კუბილიუსმა.

მისი თქმით, არსებობს ძალიან მკაფიო პრინციპები, რომელსაც მშვიდობა უნდა ეფუძნებოდეს.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა ჩამოვთვალოთ მშვიდობის პარამეტრები. მე ვუთხარი გენერალ კელოგს, არის ძალიან მკაფიო პრინციპები: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპაციის არ აღიარება, ძლიერი, შეუზღუდავი უკრაინული არმია და სანქციების შენარჩუნება. ევროპის რამდენიმე ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი 2030 წლამდე შეიძლება მზად იყოს ჩვენზე თავდასხმისთვის, ძალიან სერიოზულად უნდა იქნას მიღებული“, - აღნიშნა კუბილიუსმა.

ამასთან, მისი თქმით, საბოლოოდ, რა თქმა უნდა, საჭიროა უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები.

„არ ვიცი, რა ფორმას მიიღებენ ან ვინ განახორციელებს მათ, მაგრამ აშშ-ის მხარდაჭერა გადამწყვეტია“, - აღნიშნა კუბილიუსმა.

ევროკომისრის თქმით, კიტ კელოგმა მასთან საუბარში განაცხადა, რომ ამერიკელებს ძალიან სწრაფად სურთ ცეცხლის შეწყვეტა.

„მათი ერთადერთი არგუმენტი ისაა, რომ ხოცვა-ჟლეტის შეჩერება სურთ. ჩვენც ეს გვსურს და ეს შეიძლება

მოხდეს, თუ ამერიკელები დაარწმუნებენ პუტინს, შეწყვიტოს ხალხის მკვლელობა და გაიყვანოს ჯარები, მაგრამ თუ ეს არ გაკეთდა ფრთხილად, ხოცვა-ჟლეტა ბევრად უფრო ფართო მასშტაბით განახლდება. როდესაც რუბიო-ლავროვის მოლაპარაკებების შესახებ წავიკითხე, რომ ისინი ჩამოაყალიბებენ მექანიზმს, ორმხრივი ურთიერთობების „ბარიერების“ გასამკლავებლად, მაინტერესებს ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამერიკელები უკრაინას აღიქვამენ როგორც „ბარიერს“, რომელიც უნდა გამოირიცხოს [მოლაპარაკებების] მაგიდიდან, რადგან შეერთებულ შტატებს სურს რუსეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს”, - აღნიშნა კუბილიუსმა.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ანდრიუს კუბილიუსი - ამერიკელების ერთადერთი არგუმენტი არის ის, რომ სურთ უკრაინაში ხოცვა-ჟლეტის შეჩერება, ჩვენც გვსურს, მაგრამ თუ ეს ფრთხილად არ გაკეთდა, ხოცვა-ჟლეტა განახლდება და ბევრად უფრო ფართო მასშტაბით

ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მიღწევა ძალის მეშვეობით უნდა მოხდეს.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს ესაუბრა.

„მე მას ვუთხარი : ჩვენ გვჭირდება მშვიდობა უკრაინაში, მაგრამ მშვიდობა ძალის მეშვეობით - ამას ყველა იმეორებს, ამერიკელებიც, მაგრამ დავიწყებდი ფორმულის მეორე ნაწილით: ძალა. სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად უკრაინელებს დამატებითი ძალა სჭირდებათ და ეს ძალა მხოლოდ ჩვენი, ამერიკისა და ევროპის მხრიდან შეიძლება მოვიდეს - ასე რომ, ჯერ ძალა და შემდეგ მშვიდობა. ახლა ამერიკელები ცვლიან ფორმულას, ჯერ მშვიდობაზე საუბრობენ, მაგრამ ძალის გარეშე და ეს პუტინის პოლიტიკურად გაძლიერების რისკს ქმნის. იმედი მაქვს, რომ ამერიკელები სერიოზულ შეცდომებს არ დაუშვებენ“, - აღნიშნა კუბილიუსმა.

მისი თქმით, არსებობს ძალიან მკაფიო პრინციპები, რომელსაც მშვიდობა უნდა ეფუძნებოდეს.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა ჩამოვთვალოთ მშვიდობის პარამეტრები. მე ვუთხარი გენერალ კელოგს, არის ძალიან მკაფიო პრინციპები: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპაციის არ აღიარება, ძლიერი, შეუზღუდავი უკრაინული არმია და სანქციების შენარჩუნება. ევროპის რამდენიმე ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი 2030 წლამდე შეიძლება მზად იყოს ჩვენზე თავდასხმისთვის, ძალიან სერიოზულად უნდა იქნას მიღებული“, - აღნიშნა კუბილიუსმა.

ამასთან, მისი თქმით, საბოლოოდ, რა თქმა უნდა, საჭიროა უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები.

„არ ვიცი, რა ფორმას მიიღებენ ან ვინ განახორციელებს მათ, მაგრამ აშშ-ის მხარდაჭერა გადამწყვეტია“, - აღნიშნა კუბილიუსმა.

ევროკომისრის თქმით, კიტ კელოგმა მასთან საუბარში განაცხადა, რომ ამერიკელებს ძალიან სწრაფად სურთ ცეცხლის შეწყვეტა.

„მათი ერთადერთი არგუმენტი ისაა, რომ ხოცვა-ჟლეტის შეჩერება სურთ. ჩვენც ეს გვსურს და ეს შეიძლება

მოხდეს, თუ ამერიკელები დაარწმუნებენ პუტინს, შეწყვიტოს ხალხის მკვლელობა და გაიყვანოს ჯარები, მაგრამ თუ ეს არ გაკეთდა ფრთხილად, ხოცვა-ჟლეტა ბევრად უფრო ფართო მასშტაბით განახლდება. როდესაც რუბიო-ლავროვის მოლაპარაკებების შესახებ წავიკითხე, რომ ისინი ჩამოაყალიბებენ მექანიზმს, ორმხრივი ურთიერთობების „ბარიერების“ გასამკლავებლად, მაინტერესებს ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამერიკელები უკრაინას აღიქვამენ როგორც „ბარიერს“, რომელიც უნდა გამოირიცხოს [მოლაპარაკებების] მაგიდიდან, რადგან შეერთებულ შტატებს სურს რუსეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს”, - აღნიშნა კუბილიუსმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის