ბაზისბანკთან პარტნიორობით, ბაკურიანში Subway-ს 22-ე რესტორანი გაიხსნა

ბაზისბანკის მხარდაჭერით, „ვისოლ ჯგუფმა“ ბაკურიანში სწრაფი კვების სარესტორნო ინდუსტრიის მსოფლიო ლიდერ Subway-ს ამერიკული რესტორანი გახსნა. ბაკურიანში ახლადგახსნილი Subway-ს რესტორანი რიგით 22-ე ობიექტია. აღსანიშნავია, რომ ბაკურიანში ამერიკული რესტორნებს ქსელის Dunkin-ის რესტორანი, რომლის ფრანჩაიზის მფლობელიც ასევე „ვისოლ ჯგუფია“, ჯერ კიდევ 2022 წელს გაიხსნა და ის დაბა ბაკურიანში აღმაშენებლის 1-ში მდებარეობს, სადაც ახლა უკვე „საბვეის“ რესტორანიც გაიხსნა.

Subway-ს ამერიკული რესტორნები მსოფლიოს მასშტაბით წელიწადში მილიარდ ადამიანს მასპინძლობენ. Subway-ს ქართული რესტორნები ინდივიდუალურად აწყობილი სენდვიჩების გარდა, მომხმარებელს პროფესიონალი კულინარების მიერ პოპულარული ინგრედიენტების მიქსით შექმნილ მზა შეთავაზებებსაც ახვედრებს, რათა ობიექტში სტუმრობა სასიამოვნო გამოცდილებად უქციოს სტუმარს, ვისაც ჯანსაღი და გემრიელი მენიუს მირთმევა სწრაფი მომსახურებით სურს.

Subway-თან მასტერ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების ფარგლებში, 2025 წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით Subway-ს კიდევ 10 რესტორნის გახსნა იგეგმება.

„ვისოლ ჯგუფი“ ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესჯგუფია საქართველოში, რომელიც რეგიონში მსხვილი გლობალური ბრენდების წარმატებულ საქმიანობას უკვე მრავალი წელია უზრუნველყოფს. Subway-ს ქსელის განვითარება საქართველოში „ვისოლ ჯგუფის“ ისტორიაში ახალი, მნიშვნელოვანი წარმატებების ისტორიაა. სოლიდური ინვესტიცია კი, რომელსაც „Subway-ს ქსელის განვითარებისთვის გავიღებთ, კიდევ უფრო მეტ პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს ქართულ ბიზნესსა და ეკონომიკაზე.“ - აცხადებს „საბვეის“ აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში, გივი გვეტაძე.

„ბაზისბანკს, როგორც ბიზნესის ერთ-ერთ უმსხვილეს დამფინანსებელს საქართველოში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსგავსი მასშტაბური პროექტების მხარდაჭერის მიმართულებით, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. მოხარული ვართ, რომ „ვისოლ ჯგუფთან“ თანამშრომლობით წარმატებული პროექტის განხორციელების თანამონაწილეები ვართ, რაც ასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის და Subway-ს მსოფლიოში ცნობილი რესტორნები მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი.“ - ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია.

Subway-ს განვითარების ისტორია 1965 წლიდან იწყება. დღეს ლეგენდარული ამერიკული ბრენდი 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი 37,000-ზე მეტი რესტორნით და ლიდერია სწრაფი კვების სარესტორნო ინდუსტრიაში.

(R)

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს