ბათუმში ტურიზმის მედეგობის საკითხებზე სამიტი იმართება - ღონისძიების მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

21-22 თებერვალს, ტურიზმის ინდუსტრიის მედეგობის საკითხებზე, ბათუმში საქართველოს ტურიზმის სამიტი - „ტურისტერი“ იმართება.

ღონისძიებაში ოცზე მეტი სპიკერი მონაწილეობს როგორც გლობალური, ასევე ადგილობრივი კომპანიებიდან, მათ შორის არიან სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის გლობალური პლატფორმების, Booking.com-ის, AirDNA-ის და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

“ტურისტერი” ტურიზმის სფეროს სამასზე მეტ წარმომადგენელს აერთიანებს, მათ შორის მაღალი რგოლის მენეჯერებსა და ბიზნესის მფლობელებს, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ, ქართული ტურიზმის გამოწვევები და სექტორის მედეგობის საკითხები განიხილონ. ასევე, მიიღონ რეკომენდაციები საერთაშორისო ექსპერტებისგან.

სამიტი მოიცავს პანელურ დისკუსიებს, ვორკშოფებს, მონაწილეებს კი შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ ადგილობრივი თუ საერთაშორისო მასშტაბის ტურიზმის საკითხებზე გამართულ განხილვებში.

“ტურისტერის მთავარი არსი არის საუბარი მომავალზე, დღეს კი, არსებული გამოწვევებით სავსე გარემოში, მომავალზე საუბარი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, შესაბამისად ღონისძიების მთავარი თემების მოდიფიკაციის საფუძველზე, ჩვენი მიზანია, განვიხილოთ ქართული ტურიზმის მედეგობა”, - ამბობენ ღონისძიების ორგანიზატორები.

ტურისტერის ორგანიზატორები არიან ტურიზმის ინსტიტუტი და ციფრული მარკეტინგული კომპანია შინდი. გენერალური სპონსორები არიან: საქართველოს ბანკი ბიზნესი, ბეტა პრინტი, ხოლო სპონსორები - Hotel Colosseum Marina, GURU Holding, Exely.

ღონისძიება სასტუმრო ROOMS-ში იმართება. ბილეთების შესაძენად ესტუმრეთ ბმულს.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება