ნადიმ ხმალაძის განცხადებით, იანვრიდან ამ დრომდე, საპროტესტო აქციებზე გზის გადაკეტვის ფაქტზე 5 ჯარიმა გამოუწერეს

უკრაინაში მებრძოლის, ნადიმ ხმალაძის განცხადებით, იანვრიდან ამ დრომდე, საპროტესტო აქციებზე გზის გადაკეტვისთვის მას 5 ჯარიმა გამოუწერეს. უფრო კონკრეტულად კი, როგორც თავად აცხადებს, 5000-ლარიანი 2 ჯარიმა მას სახლში მიუტანეს, 3 შესაძლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე კი სასამართლო იმსჯელებს. ერთ-ერთ ფაქტზე, რომელიც 5 იანვარს, გზის გადაკეტვას ეხება, სხდომა რამდენიმე წუთში გაიმართება.

„ამ აქციების ორგანიზატორი თურმე ირაკლი კობახიძე ყოფილა, ერთი სიტყვა თქვა და აქედან დაიწყო ყველაფერი... აქ ცუდი სუნია, ჩრდილოეთიდან მომავალი, ქართველმა ხალხმა უნდა გაანიავოს. თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა, სახელმწიფო აღარ გვაქვს“, - განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, ნადიმ ხმალაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან.

კერძოდ კი იმას, რომ ის 5 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი