ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის ექსპერტთა მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

გადახდების ინფრასტრუქტურული გაძლიერებისა და მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს მსოფლიო ბანკის ექსპერტთა დელეგაცია ეწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ნათია თურნავას შეხვდნენ.

„მისიის შემაჯამებელ შეხვედრაზე, რომელსაც მსოფლიო ბანკის პროგრამის ლიდერი მიგელ სანჩესი ხელმძღვანელობდა, საუბარი შეეხო საგადახდო სისტემების მიმდინარე პროექტებს. ყურადღება გამახვილდა მათ მნიშვნელობასა და სარგებელზე, ასევე სამომავლოდ სხვა ქვეყნების სისტემებთან ინტეგრაციის საკითხებზე. შეხვედრაზე მხარეები მიმდინარე და ახალ მიმართულებებთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. მისიის ფარგლებში სპეციალურად ეროვნული ბანკის თანამშრომლებისთვის მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა ჩაატარეს სამუშაო შეხვედრების სერია, რომლის მთავარი მიზანი ახალი მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა იყო. მსოფლიო ბანკის მისიასთან შეხვედრას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა და სებ-ის სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოში ვიზიტისას მსოფლიო ბანკის ექსპერტები ასევე შეხვდნენ საჯარო და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს, კომერციული ბანკებისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს“, - აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება