იანვარში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო გადახდილი ჯარიმებითა და საურავებით ნაერთ ბიუჯეტში 17 935 845 ლარი შევიდა

მიმდინარე წლის იანვარში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო გადახდილი ჯარიმებითა და საურავებით ნაერთ ბიუჯეტში 17 935 845 ლარი შევიდა.

ამასთან, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების თანახმად, 2025 წლის იანვარში, ბიუჯეტის შემოსავალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო სანქციებიდან, ტრანსპორტზე საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში 15 918 782 ლარია.

სხვა დარღვევებისთვის სანქციების რაოდენობა კი ასეთია:

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო 12 330 225 ლარი; დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო 727 076 ლარი; უბილეთო მგზავრობის გამო 103 028 ლარი; საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის პირობების დარღვევის გამო 10 040 ლარი; შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) ავტომობილის გაჩერების წესების გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველობისათვის 1 384 514 ლარი; საზოგადოებრივი წესრიგის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო 56 344 ლარი; საზღვრის უკანონოდ დარღვევის გამო სანქციებიდან 169 900 ლარი, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის გამო კი 683 685 ლარი; სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების დარღვევის გამო 57 000 ლარი; სსიპ „საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს“ მიერ გამოვლენილ დარღვევებზე 69 401 ლარი; პერსონალური მონაცემთა დაცვის სფეროში სამართალდარღვევის გამო 32 500 ლარი; შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისათვის“ 195 100 ლარი; სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამო ჯარიმებმა კი 2 142 096 ლარი შეადგინა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო